არ არის გაყიდვაში

Samsung-ის ახალი ტელევიზორები მოდულური Micro LED დისპლეით

15.01.2019 15:14:57

Samsung-ს ტელევიზორების ხაზში მრავალფეროვნება შეაქვს და ექსპერიმენტებს ატარებს მატრიცებზე. გამოფენაზე CES 2019 მწარმოებელმა წარმოადგინ ა The Wall - ტელევიზორი 219 დიუმის დიაგონალით და Micro LED დისპლეით. გამოფენაზე შედგა ასევე QLED ტელევიზორების: Serif TV და The Frame პრეზენტაცია.

11

 

Micro LED – ეს არის ტექნოლოგია, რომელიც მუშაობს თვითგამოსხივებად შუქდიოდებზე, რომელიც მოდულების სახით არის დამონტაჟებული. ყოველი პიქსელი ან შუქდიოდი სხვებისგან დამოუკიდებლად ანათებს. ეს არის OLED ტექნოლოგიის ალტერნატივა, და აქვს რამდენიმე უპირატესობა, მათ შორის შავი ფერი. მწარმოებლის განცხადებით Micro LED პიქსელები არ იწვება და ფუნქციონირებს ბევრად უფრო დიდ ხანს.

22

 

ეს ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის შეიცვალოს მატრიცის ფერი და ფორმები. დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნება ეკრანის ფორმის და ზომის კორექტირება სახლის პირობებშიც კი. მას არ აქვს ჩარჩო. ასე რომ მომხმარებელი ტელევიზორის აწყობას საკუთარი ხელით შეძლებს „ლეგოს“ პრინციპით. შევძლებთ ავაწყოთ კვადრატული ან ტრაპეციის ფორმის მქონე ტელევიზორები. ისინი გაყიდვაში უკვე მიმდინარე წელს გამოვა.  ღირებულება მოდულების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

33

 

რაც შეეხება აწმყოს, მატრიცებს შორის ფლაგმანი გახდა კვანტური წერტილები. ამიტომ კომპანიამ წარმოადგინა განახლებული ტელევიზორები Serif TV და The Frame, რომლებიც QLED დისპლეებით არის აღჭურვილი.

The Frame – დიზაინერული მოდელია. ის ახდენს არა მხოლოდ გადაცემებისა და ფილმების ტრანსლირებას, არამედ ინტერიერის შემადგენელი ნაწილიცაა. „სურათის“ რეჟიმში ის ხელოვნების ნიმუშების ტრანსლირებას ახდენს და სახლში გალერეის ატმოსფეროს ქმნის.

44

 

Sefir TV – ესაც დიზაინერული ტელევიზორია, რომელიც უფრო მეტად სტენდს მოგვაგონებს. მას აქვს ფუნქცია  Ambient, რომელიც ტელევიზორს მომართავს სახლის კედლების ტონალობასა და ფაქტურაზე. აჩვენებს ამინდს, ფოტოებსა და დროს.

 


ზევით