არ არის გაყიდვაში

CES 2019: სამსუნგმა დრეკადი სმარტფონი მხოლოდ რჩეულებს აჩვენა

11.01.2019 12:03:09

Samsung-ის დრეკადი სმარტფონი, რომლის პროტოტიპიც კომპანიამ ნოემბერში წარმოადგინა, გამოფენაზე CES 2019 კომპანიამ ბიზნეს პარტნიორებს ახლოდან გააცნო, თან ისე, რომ პრეზენტაცია დახურულ რეჟიმში წარმართა.  

11

 

როგორც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაშია სმარტფონი, მასზე არ ჩანს არავითარი ნაკეცი. აპარატის ნაწილები ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. AMOLED პანელის დაზიანებისგან დასაცავად სმარტფონის საბოლოო ვარაიანტში მწარმოებელი ცვლილებას შეიტანს, ოდნავ წამოწევს ნაწილებს და შექმნის მცირე სივრცეს მათ შორის.  

22

 

რბილი ეკრანის დიაგონალი შეადგენს 7.3 დიუმს. გარე მხარეს კი აქვს 4.6 დიუმიანი მეორე დისპლეი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაჯეტის გაუხსნეელად ათვალიეროთ სოციალური ქსელები ან უპასუხოთ შემოსულ ზარებს. შესაძლოა აპარატს ჰქონდეს მესამე კამერაც.

ახალი სმარტონის სამიზნე აუდიტორია, უზრუნველყოფილი სოლიდური მომხმარებლები იქნებიან, რომლებიც 90-იანების დასაკეცი სმარტფონების მიმართ განიცდიან ნოსტალგიას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რომ გაჯეტს ბევრი ამოცანის შესრულება შეუძლია. ადაპტირებული ინტერფეისის წყალობით, ერთდროულად შესაძლებელი იქნება სამ პროგრამაში მუშაობა.

4

 

ახალი აპარატის გამოსვლის თარიღი სამსუნგს ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მის სრულყოფილ პრეზენტაციას კომპანია საერთაშორისო მობილურ კონგრესზე MWC 2019-ზე გამართავს. გაყიდვები კი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაიწყება. აშშ-ში სმარტფონის სავარაუდო ფასი $1500 იქნება.


ზევით