კომპანია Royole ბოლო 7 წლის განმავლობაში
საიდუმლოდ ამუშავებდა დრეკადი დისპლეის ტექნოლოგიას. გამოფენაზე CES 2019 მან ოფიციალურად წარმოადგინა
თავისი ახალი პროდუქტი და ბევრი მწარმოებელი დააინტერესა. ბევრისთვის უცნობმა ბრენდმა
ბაზრის მთავარ მოთამაშეებს გადაუსწრო თავისი ინოვაციური და დახვეწილი ტექნოლოგიით.
Royole FlexPai — დრეეკადი სმარტფონია,
რომელიც უახლესი ფლაგმანური პროცესორით Snapdragon 855 არის აღჭრვილი. აქვს 6 ან 8 გბ ოპერატიული მეხსიერება
და , 128 ან 256 GB შიდა მეხსიერება, ორმაგი 16+20 Mp კამერა. გაჯეტის AMOLED
დისპლეის აქვს 7.8 დიუმიანი დისპლეი და იკეცება შუაზე.

ჟურნალისტები, რომლებიც სიახლეს გაცნენ აღფრთოვანებულები არიან უცნობი
ბრენდის ასეთი მიღწევებით. მათ აღნიშნეს, რომ კომპანია საკმაოდ რთულ ამოცანას გაუმკლავდა.
რადგან ძირითადად მსგავს გაჯეტებში აპლიკაციის ერთ ნაწილში გაშვებისას ეკრანის მეორე
ნაწილი ცარიელი რჩება.
ახალი აპარატის პროგრამული უზრუნველყოფა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა მისი
გაყიდვები უკვე მალე დაიწყება.