Samsung არა მხოლოდ სმარტფონებს, არამედ სხვა სახის ტექნიკასაც უშვებს. მომავალში
კი კომპანიის ასორტიმენტში შეიძლება შევიდეს უპილოტო აპარატებიც, რომლის პატენტიც სულ
ახლახანს აშშ-ში დაარეგისტრირეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კომპანიაში მუშაობენ
მსოფლიოში პირველ დრონ ტრანსფორმერზე. მოწყობილობა ერთ-ერთი აქსესუარის სახით გაიყიდება
სმარტფონების ახალი თაობისთვის Galaxy-ს სერიიდან.

პატენტში აღწერილია უპილოტო მფრინავი აპარატი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული
სენსორები, მაგალითად ულტრაიისფერი და ტემპერატურის სენსორები. აპარატი აღჭურვილი იქნება
არა მხოლოდ კამეით, არამედ კომპასით, ბარომეტრით, გიროსკოპით და ულტრახმოვანი სენსორებით.
ახალი დრონის კონსტრუქცია დასაკეცი იქნება. კომფორტულად გადასატანად კი
ფრთების დამალვას მისი კორპუსის ქვეშ შეძლებთ. კორპუსი 2 ნაწილისგან შედგება. მისი
მართვა ნოუთბუქიდან, პლანშეტიდან, სმარტფონიდან და სხვა ნებისმიერი მობილური აპარატიდან
იქნება შესაძლებელი.
