არ არის გაყიდვაში

ახალი დეტალები Samsung Galaxy S10-ის შესახებ

25.12.2018 16:54:36

ინერნეტ ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც Samsung Galaxy S10-ის შესახებ ვრცელდება. ინფორმაციის თანახმად ბრენდის საიუბილეო მოდელი არ შემოიფარგლება მხოლოდ დიზაინის განახლებით, რაც იმას გულისხმობს, რომ აპარატს პრაქტიკულად არ ექნება ჩარჩო, ექნება ჭრილი ფრონტალური კამერის ქვეშ და ულტრახმოვანი სკანერი თითის ანაბეჭდისთვის, რომელიც დისპლეიზეა განლაგებული.

11

 

Samsung-ის სმარტფონებს უკვე დიდი ხანია აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია, თუმცა კონკურენტების მოდელებს აქამდე ის უფრო მეტად ჰქონდა განვითარებული. მაგალითად OPPO RX17 Pro სრულად იტენება 40 წუთში, OnePlus 6T McLaren Edition კი 50% 20 წუთში იტენება. გავრცელებული ხმების თანახმად, სამსუნგი სმარტფონში გაუშვებს ტექნოლოგიას, რომელიც დატენვის სისწრაფეს ბევრად უფრო დააჩქარებს.

2

 

განახლება შეეხება კამერებსაც. როგორც ჩანს სამსუნგი მუშაობს ღამის განათების საკუთარ რეჟიმზე Bright Night. ის იმუშავებს Night Sight-ის მსგავსად რომელიც, Pixel 3-ს აქვს. ახალი სმარტფონები კამერის ჩართვის ახალი მეთოდითაც აღიჭურვებიან. სელფი კამერის სწრაფად ჩასართველად ეკრანზე ხელის სწრაფი გადასმა საკმარისი იქნება.

Galaxy S10-ის პრეზენტაცია საავარუადოდ 20 თებერვალს შედგება, Mobile World Congress 2019 -ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ბარსელონაში. გაყიდვები კი 8 მარტს დაიწყება.


ზევით