არ არის გაყიდვაში

Samsung და LG გამოფენაზე MWC 2019 პირველ 5G სმარტფონებს წარმოადგენენ

19.12.2018

მიმდინარე წელს მომხმარებელს ელოდება სმარტფონების ბუმი, რომელთაც ექნებათ ახალი ქსელის 5G-ს მხარდაჭერა. სამხრეთ კორეული კომპანიები Samsung და LG არ აპირებენ საქმე შორი მომავლისთვის გადადონ და საკუთარი გაჯეტების დემონსტრირებას ახალი წლის დასაწყისში გეგმავენ.

22

 

დადის ჭორები, რომ Samsung-ის შემთხვევაში საუბარია Galaxy S10-ზე. ამ სერიის სატესტო მაგალითი უკვე აჩვენეს კონფერენციაზე Snapdragon Technology Summit და მაშინ ექსპერტებმა მაშინ აღნიშნეს, რომ აპარატს ჰქონდა ორიგინალური ჭრილი ფრონტალური კამერისთვის და სავარაუდოდ ექნებოდა ახალი ქსელის მხარდაჭერაც. LG, თავის მხრივ მუშაობს 5G ფლაგმანებზე G8 ThinQ ან G7 ThinQ. რას უწოდებენ საბოლოო ჯამში ახალ აპარატს, რომელსაც ექნება მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერა, ჯერ ცნობილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის იმუშავებს ახალ პროცესორზე Snapdragon 855, Qualcomm-სგან.

33

 

მაღაზიებში ორივე სიახლე უნდა გამოჩნდეს გაზაფხულის დასაწყისში. თუმცა კომპანიები Samsung და LG ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.


ზევით