სამსუნგის ახალი
ტოპ მოდელების მახასიათებლების შესახებ დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ახლა ცნობილი გახდა
მისი გამოსვლის თარიღისა და საწყისის ფასის შესახებ. ინფორმაცია გავრცელდა Samsung
Galaxy S10-ის სამი მოდელის შესახებ.
მისი პრეზენტაცია 20 თებერვალს გაიმართება გამოფენაზე MWC 2019, გაყიდვების დაწყების ოფიციალური თარიღი კი 8 მარტია.

ინტერნეტ-პორტალი Gizmodo თავის წყაროზე დაყრდნობით გვიზიარებს გარკვეულ საინტერესო დეტალებს ფლაგმანების
შესახებ. ახალი დისპლეი Infinity-O ღრმულით სელფი კამერისთვის, მსოფლიოში პირველი ულტრახმოვანი სკანერი თითის
ანაბეჭდებისთვის, დამატებითი უკანა კამერები და უსადენო ფუნქცია «Powershare»,
რომელიც საშუალებას იძლევა სხვა გაჯეტები
დატენოთ Galaxy S10-ის
მეშვეობით. სმარტფონები მუშაობს
ახალ ოპერაციულ სისტემაზე ОС Android 9 Pie. გაყიდვების ლოკაციიდან გამომდინარე პროცესორი იქნება ან Qualcomm
Snapdragon 855, ან Samsung
Exynos 9820. Galaxy S10 Lite მიიღებს
სამ კამერას (ერთი წინ, ორი უკან), Galaxy S10 – ერთ ფრონტალურ და სამმაგ ძირითად კამერას, Galaxy S10
Plus-ზე კი განთავსედება მაქსიმალური
რაოდენობა (ორმაგი სელფი და 4 უკანა კამერა).

ფიქრობენ, რომ 5.8 დიუმიან Galaxy S10 Lite-ს თხელი
Super AMOLED ეკრანით, მხარეთა შეფარდებით - 18.5:9 და Quad HD+ გაფართოებით, ექნება 128 GB მეხსიერეება და გაიყიდება $845. Galaxy S10-ს, დახრილი Super
AMOLED ეკრანით, მხარეთა შეფარდებით
19:9 და Quad HD+ გაფართოებით შიდა
მეხსიერების მოცულობა ექნება 128 ან 512 GB და ეღირება $1009, ან $1260 შესაბამისად.
ტოპ მოდელი Galaxy S10 Plus აღჭურვილი იქნება 6.4 დიუმიანი Super AMOLED
დისპლეით, Quad HD+ გაფართოებით და მხარეთა შეფარდებით 19:9. შიდა მეხსიერების მოცულობა შეადგენს 128 GB,
512 GB ან 1 TB, რის შესაბამისადაც აპარატი ეღირება $1135, $1390 ან $1750.