არ არის გაყიდვაში

Galaxy A8s — სამსუნგის ახალი ინოვაციური სმარტფონი

12.12.2018 16:36:55

გასულ თვეს სამსუნგმა წარმოადგინა დისპლეის რამდენიმე ტიპი, რომელთაგანაც ერთ-ერთ იყო Infinity-O და მას მერე არ გასულა დიდი ხანი, რაც კომპანიამ წარმოადგინა ამ ეკრანის მქონე აპარატი Galaxy A8s.

11

 

Samsung Galaxy A8s-ს აქვს 6.4 დიუმიანი დისპლეი Infinity-O  მომრგვალებული ჩაღრმავებით, რამაც მწარმოებელს საშუალება მისცა აპარატისთვის საკმაოდ თხელი ჩარჩო მიეცა. ეკრანის გაფართოება შეადგენს 2340 × 1080 წერტილს (ფორმატი Full HD+), მხარეთა შეფარდება კი, 19.5:9. უნდა აღინიშნოს, რომ დისპლეის ღრმული თვალში თავიდანვე არ მოგხვდებათ, მანამ სანამ არ გაუშვებთ თეთრი ფონის მქონე პროგრამას.

22

 

რაც შეეხება კამერებს. უკანა პანელზე განლაგებულია სამი მათგანი:  ძირითადი ფართოკუთხოვანი სენსორი f/1.7 დიაფრაგმითა და 24 მეგაპიქსელით, 10 mp ტელეობიექტივი ორმაგი ზუმით და f/2.4 დიაფრაგმით, და სენსორი პორტრეტისთვის 5 მეგაპიქსელით და f/2.2 დიაფრაგმით. აპარატს აქვს LED ფლეშ განათება. ფრონტალური ფართოკუთხოვანი კამერა 24 მეგაპიქსელიანია, f/2.0  დიაფრაგმით და განთავსებულია სწორედ ახლად მოდაში შემოსულ, უკვე ხსნებულ ღრმულში.

33

 

Galaxy A8s აღჭურვილია 8 ბირვიანი პროცესორით Qualcomm Snapdragon 710, 2.2 Ghz ტაქტური სიხშირით და გრაფიკული კონტროლერით Adreno 616. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ოპერაციების გაშვებაზე პასუხისმგებელია ბლოკი Artificial Intelligence (AI) Engine. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ორ ვარიანტად შიდა და ოპერატიული მეხსიერებით, რომელთა მოცულობა იქნება:  6/128 GB და 8/128 GB.

444

 

მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Android 8.1 Oreo ინტერფეისით Samsung Experience UI 9.5. აკუმულატორის მოცულობა შეადგენს 3 300 mAh-ს და აქვს Adaptive Fast Charging ფუნქცია. მომხმარებლის საიდენტიფიკაციოდ აქვს ჩვეულებრივი თითის ანაბეჭდის სკანერი, რომელიც ტელეფონის უკანა მხარესაა განთავსებული.

Galaxy A8s გაყიდვაში გამოვა ლურჯ, მწვანე და ვერცხლის ფერებში. ჯერ არ არის ცნობილი ფასი და გასაყიდი რეგიონების ადგილმდებარეობა.


ზევით