Google წყვეტს მოძველებული სმარტფონების მხარდაჭერას. მესენჯერ Allo-ს მომხმარებლები წინასწარვე
გააფრთხილეს, რომ აპლიკაცია მუშაობას შეწყვეტდა. მაგრამ ზოგიერთმა Android
აპარატის მომხმარებელმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ არ შეეძლოთ
სრუყოფილად გამოეყენებინათ თავისი ძველი პლანშეტები და სმარტფონები.

Google-მა სპეციალური გაფრთხილების გარეშე შეუჩერა განახლებები
და მომსახურება აპარატებს, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემაზე Android 4 Ice Cream Sandwich. ამის გაკეთება კი იმიტომ
გადაწყვიტეს, რომ ანდროიდის ეს ვერსია საკამაოდ არაპოპულარულია. როგორც მწარმოებელი
იტყობინება მას ანდროიდზე მომუშავე აპარატების მომხმარებელთა მხოლოდ 1% იყენებს.

თუ კი მომხმარებელს თავისი გაჯეტის განახლება არ სურს, აპლიკაციის განახლებას,
რომელიც Google Play-დან იწერება, ვერ შეძლებს. როგორც კომპანიაში
გაანაცხადეს Google დიდ ყურადღებას აქცევს თავის პროდუქტებს და მწარმოებლებს მოუწოდებს
სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მის პროდუქტებს. ანუ მოახდინონ Android-ის აქტუალურ ვერსიებზე ოპტიმიზირება.

საინტერესოა, რომ Android Ice Cream Sandwich საკმაოდ ადრე გამოუშვეს, 2011 წლის 11 ნოემბერს. პირველი სმარტფონი, რომელიც ამ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობდა იყო Galaxy Nexus.