არ არის გაყიდვაში

Qualcomm-მა დაანონსა ფლაგმანური პროცესორი Snapdragon 855

06.12.2018

Snapdragon Technology Summit-ის კონფერენციის ფარგლებში კორპორაცია Qualcomm-მა წარმოადგინა ფლაგმანური მობილური პროცესორი Snapdragon 855. ახალ ერთკრისტალიან ჩიპს, რომელიც 7 ნანომეტრიანი ტექპროცესორითა და სამკლასტერული სისტემითაა შექმნილი, ექნება 5G მხარდაჭერა, ხელოვნური ინტელექტისა და დამატებითი რეალობის ალგორითმები და გაძლიერებული გეიმერული შესაძლებლობები Snapdragon Elite Gaming ტექნოლოგიის წყალობით.

33

 

Qualcomm Snapdragon 855, ისევე, როგორც მისი წინამორბედი შედგება 8 ბირთვისგან, რომელიც სამ კლასტერადაა დაყოფილი: ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი Kryo Silver ფუნქციონირებს სიხშირეზე 1.78 Ghz და პასუხისმგებელია რუტინული დავალებების შესრულებაზე. სამი მრავალფუნქციური ბირთვი Kryo Gold მუშაობს 2.42 Ghz სიხშირეზე და უზრუნველყოფს ისეთი პროგრამების გაშვებას, რომელიც ბევრ რესურსს ხარჯავს. კიდევ ერთი ბირთვი Kryo Gold Prime მაღალი მწარმოებლურობით გამოირჩევა და აქვს 2.84 Ghz ტაქტური სიხშირე. ის იმ დავალებების შესასრულებლადაა განკუთვნილი, რომელსაც სხვა ბირთვები ვერ აუდიან. გეიმერულ შესაძლებლობებსა და გრაფიკას უზრუნველყოფს კონტროლერი  Adreno 640 საფირმო ტექნოლოგიით Snapdragon Elite Gaming, რომლის შესახებაც დეტალებს კომპანია მოგვიანებით გააჟღერებს. მეხუთე თაობის მობილური ქსელების მხარდაჭერას უზრუნველყოფს მოდემი Snapdragon X50 5G,  2 Gbit/წ-ში კავშირის სიჩქარით. პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომ ყველაზე დიდი დატვირთვის დროსაც  Snapdragon 855 ენერგოეფექტური იქნება, არ გადახურდება და შეინარჩუნებს სიჩქარეს.

44

 

პროცესორს ექნება ეკრანსქვეშა დაქტილოსკოპიური სენსორის მხარდაჭერა. ამასთან ეკრანის განბლოკვა მაშინაც შესაძლებელი იქნება, როცა მინა დაცული იქნება დამცავით, ან მფლობელს ექნება ჭუჭყიანი ხელი.

5

 

Snapdragon 855 2019 წელს ბევრ ახალ სმარტფონში გამოჩნდება. მეხუთე თაობის მობილურ ქსელებზე პირველად მობილური ტელეფონები მომავალი წლის პირველ ნახევარში გადავლენ შემდეგ ქვეყნებში: აშშ, ევროპა, სამხრეთ კორეა, ჩინეთი იაპონია და ავსტრალია.  

 


ზევით