არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy S10+ სელფი კამერისთვის ორ ჭრილს მიიღებს

04.12.2018

2019 წლის მოახლოებასთან ერთად დადგა დრო მოვისმინოთ ჭორები ახალი სმარტფონების ახალი მახასიათებლების შესახებ. საზოგადოების ყველაზე დიდ ინტერესს კი, რა თქმა უნდა, Samsung-ის ფლაგმანი Galaxy S10 იწვევს. ჩვენ უკვე ვიცით ბევრი საინტერესო ფაქტი ახალი აპარატის შესახებ, მაგრამ ახლა ცნობილი გახდა მეტი დეტალი.

11

 

გავრცელდა Galaxy S10 -ის ამსახველი ფოტომასალა სამივე მხრიდან. Samsung - ში ადრევე აცხადებდნენ, რომ Galaxy S-ის სამივე მოდელი მიიღებდა Infinity-O დისპლეის, რომელსაც ექნებოდა ჭრილი სელფი კამერისთვის. Galaxy S10+ ვერსია კი, განსხვავებული იქნება იმით, რომ ფრონტალურ მხარეს განლაგებული იქნება ორი ჭრილი, ორი ფრონტალური კამერისთვის. თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ მათგან ერთი ჭრილი ფრონტალურ კამერას დაეთმოს და მეორე - სხვა სენსორისთვის, მაგალითად 3D სკანერისთვის იყოს განკუთვნილი.

2

 

სმარტფონის უკანა პანელი არანაკლებ მომხიბვლელია. მასზე განლაგებულია სამი კამერა, გულის ცემის სიხშირის მთვლელ სენსორთან და ფლეშ განათებასთან ერთად. აქ არ არის განლაგებული თითის ანაბეჭდის სკანერი. ფიქრობენ, რომ Samsung გადავა ულტრახმოვან სენსორზე, რომელიც დისპლეიში იქნება ჩაშენებული. აპარატის ქვედა მხარეს ყურსასმენების ჭრილი ჩანს.

3

 

სმარტფონები მიიღებენ ტოპ პროცესორს Exynos 9820-ს, ან Snapdragon 8150-ს, იქიდან გამომდინარე, თუ რომელი რეგიონისთვის იქნებიან განკუთვნილნი. ასევე, 6/8 GB ოპერატიულ და 128/256/512  GB შიდა მეხსიერებას. 3700 mAh-იან აკუმულატორს და ოპერაციულ სისტემას Android 9 Pie საფირმო ინტერფეისით One UI.


ზევით