არ არის გაყიდვაში

LG სმარტფონის 16 მოდულიან კამერას აპატენტებს

29.11.2018

ბოლო პერიოდში მრავალრიცხოვანი კამერები სმარტფონის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი გახდა, ამიტომ კომპანიები ყველანაირად ცდილობენ დახვეწონ ეს მახასიათებელი და გაზარდონ მოდულების რაოდენობა. LG-მ კი გადაწყვიტა კონკურენტების მიღწევებზე ბევრად წინ წასულიყო და დააპატენტა მობილური აპარატი კამერების კოლოსალური რაოდენობით. მწარმოებლის აზრით იდეალური ფოტოების გადასაღებად 16 კამერაა საჭირო.

11

 

რამდენიმე ობიექტივით უკვე ვეღარავის გააოცებთ. მიმდინარე წლის განმავლობაში ვნახეთ მობილურები ორი, სამი და ოთხი ძირითადი კამერით. უკვე დადის ხმები ნოკიას სმარტფონზე, რომელსაც 5 კამერა ექნება და შეიძლება მისი რიცხვი პოტენციურად ცხრამდე გაიზარდოს. მაგრამ LG-ის პატენტი აქამდე არსებული კამერების რიცხვს ბევრად ცდება, თავის 16 ფოტო მოდულით.

2

 

რამდენიმე კამერიანი სისტემების უმრაველოსბისგან განსხვავებით, მრავალრიცხოვანი კამერების მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ფოტოს გადაღების განსხვავებული კუთხეები, პერსპექტივები განსხვავებული ლინზებიდან, რომელიც განთავსეულია წამოწეულ ზედაპირზე.

3

 

LG-ის პატენტში აღწერილია ასევე კამერების განსხვავებული კუთხეების გაერთიანების შესაძლებლობა მინიატურული ლენტის შექმნით, რომელიც დაახლოებით ისეთ გამოსახულებებს გამოიყვანს, როგორიცაა Apple-ის ცოცხალი ფოტოები და Lytro-ს შუქის რეგულირებადი გამოსახულებები.  პატენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ აპარატს ექნება შესაძლებლობა შეაგროვოს მონაცემები სხვადასხვა ობიექტივებიდან, რათა ამოჭრას გარკვეული ნაწილები გამოსახულებიდან და შეაერთოს თავიდან.

4

 

რა თქმა უნდა, მოცემული მომენტისთვის ეს უბრალოდ პატენტია და ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, საერთოდ იმუშავებს თუ არა კომპანია ამ იდეაზე. მაგრამ საუკეთესო კამერებს შორის მუდმივი ბრძოლის პირობებში ალბათ იდეის განხორციელება, მხოლოდ დროის საკითხია და ალბათ მალე რეალურად განხორციელებულ პროდუქტსაც ვიხილავთ.


ზევით