დიდი ხანია, ცნობილია, რომ Google ამუშავებს ახალ ოპერაციულ სისტემა Fuchsia-ს ყველა სახის მოწყობილობისთვის, მაგრამ ჯერ არ არის
ცნობილი, როდის წარმოადგენენ მას ოფიციალურად.
მოულოდნელად Huawei-ში განაცხადეს, რომ Honor
Play-ს გამოიყენებენ სატესტო მობილური აპარატის სახით Fuchsia-სთვის. თან ეს სმარტფონი
პირველი აპარატია, რომელიც კონკრეტულად ახალი ოპერაციული სისტემისთვის შეიქმნა.

თავის დროზე Huawei-მ შექმნა Nexus 6P, რომელიც Nexus-ის სერიის საუკეთესო
აპარატი ამოჩნდა, ამიტომ კომპანიებს შორის (Google და Huawei) უკვე არსებობს ურთიერთობის
მყარი ისტორია და პოზიტიური გამოცილება. ბოლო დროინდელი პოლიტიკის მიუხედავად, რომელმაც
ლამის აკრძალა ჰუავეის გაყიდვა აშშ-ში, ბრენდების ურთიერთობა საინტერესო შედეგს გვპირდება.
Google ახალ ოპერაციულ სისტემაზე
მუშაობს იმ სმარტფონებისთვის, რომელიც მომავალში გამოვა გაყიდვაში. Huawei-ს ინჟინერმა განაცხადა,
რომ კომპანია ახალ სისტემას ამუშავებს საკუთარი პროცესორის «Kirin 970“-ის ბაზაზე და ამას, Honor
Play სმარტფონით დაიწყებს.

სხვა სმარტფონები, კი
რომლებიც მუშაობს Kirin 970-ის ბაზაზე და მომავალში
შეიძლება თავსებადი აღმოჩნდეს Fuchsia OS-სთან არის: Mate 10, Mate 10 Pro, Mate 10 Porsche Design და P20.
პირველად, Google-ის ახალი ოპერაციული
სისტემის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა 2016 წლის აგვისტოში. ზოგიერთმა ექსპერტმა მაშინვე
იწინასწარმეტყველეს, რომ Fuchsia შეცვლიდა ისეთი ინტერნეტ
გიგანების პროდუქტებს, როგორიცაა:
Android და Chrome OS. თუმცა ამ ეტაპზე Google ამ ინფორმაციას უარყოფს.