არ არის გაყიდვაში

6 კამერა და 5G — რა იქნება სამსუნგის საიუბილეო მოდელის მთავარი უპირატესობა?

21.11.2018

რას უნდა ველოდოთ Samsung-სგან ახალ წელს? კომპანიის სპეციალისტები თავდაუზოგავად შრომობენ ახალ საიუბილეო ფლაგმანზე კოდური სახელწოდებით  Beyond X. მიიღებს თუ არა ახალი აპარატი სახელწოდებას Galaxy S10, ისევე როგორც ეს მოხდა iPhone X - ის შემთხვევაში, ჯერ ცნობილი არ არის. ამბობენ, რომ სავარაუდოდ მისი სახელი სხვა იქნება. ფლაგმანი ძალიან მნიშვნელოვანია Samsung-სთვის, ამიტომ მასთან დაკავშირებით ბევრი სიურპრიზი გველის.  

 11

რით იქნება გამორჩეული ახალი სმარტფონი? საიუბილეო ფლაგმანის მთავარი უპირატესობა ექვსი კამერა იქნება: 4 ძირითადი და 2 ფრონტალური. ასე რომ ფოტოების ხარისხი უმაღლესი იქნება, ფონი უფრო ღრმა და ბუნებრივი, რისთვისაც გამოიყენება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა.

შემდეგი, რითაც Samsung-ის წარმომადგენლობა ამაყობს 5G ინტერნეტია. აქვე აღვნიშნავთ, რომ მის დანერგვას Apple 2020 წლისთვის გეგმავს. Beyond X-ის დისპლეის დიაგონალი 6.7 დიუმი იქნება, თითის ანაბეჭდის სკანერი კი - ეკრანში ჩაშენებული. აპარატის სხვა მახასიათებლები ჯერ ცნობილი არ არის.

 22

Samsung-ის ახალ აპარატს გულშემატკივრები მოუთმენტლად ელიან მომავალი წლისთვის. თებერვალში კომპანია  Galaxy S10 სერიის აპარატებს წარადგენს და სავარაუდოდ მათთან ერთად გამოვა საიუბილეო ფლაგმანიც Beyond X. მომავალი წლისთვის ელოდებიან ასევე დასაკეც სმარტფონს და ახალ Galaxy Note-ს


ზევით