არ არის გაყიდვაში

Galaxy S10-ში ფრონტარულ კამერას გააქრობენ

19.11.2018

 

 

ინსაიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ჯერ არ დაანონსებულ ფლაგმანურ სმარტფონს Samsung Galaxy S10-ს აღარ ექნება მომრგვალებული ჭრილი ფრონტალური კამერისთვის. მსგავსი დიზაინის მიმართ მიმომხილველები უკვე სკეპტიკურად განეწყვნენ, რადგანაც გაუგებარი რჩება, როგორ გამოიყენებენ დისპლეის და სად წავა ჭრილი სელფი კამერისთვის. სამსუნგში კი სწორედ ახლა მუშაობენ სელფი კამერის დაფარვის შესაძლებლობებზე და ცდილობენ გამონახონ შესაძლებლობა, ის ეკრანის ქვეშ მოათავსონ.

11

 

ვრცელდება ჭორები, რომ კომპანიის სპელციალისტები შეცვლიან ფლაგმანის ინტერფეისს, მათ შორის სელფი კამერის ჭრილს. გარდა ამისა დროის, თარიღის, აკუმლატორის დატენვისა და ნოთიფიკაციების ნიშნები ჭრილის ადგილას არ მოხვდება. სავარაუდოდ აღნიშნული ამოცანის შესრულებას სამსუნგის თანამშრომლები ნახევარ ეკრანიანი სტრუქტურით შეეცდებიან. სრულ ეკრანიან რეჟიმში ობიექტივი დაიფარება, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშის ან ვიდეოს ყურების დროს, კამერა ხელს არ შეგიშლით.  როგორ იქნება ეს ყოველივე შესაძლებელი, ჯერ მაინც ბუნდოვანია.

44

 

ელოდებიან, რომ  Galaxy S10-ის ხალი თაობა წარმოდგენილი იქნება სამი მოდელით. ყველაზე ხელმისაწვდომი აპარატი აღჭურვილი იქნება სტანდარტული თითის ანაბეჭდის სკანერით და ბრტყელი ეკრანით. ფლაგმანს, კოდური სახელწოდებით Beyond აღჭურვავენ გვერდებზე გადახრილი AMOLED დისპლეით, მინიმალური ჩარჩოთი, ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერით და სამმაგი ძირითადი კამერით. ვერსია О Plus-ის შესახებ ჯერ დეტალები ცნობილი არ არის. სავარაუდოდ განსხვავება მხოლოდ ზომაში იქნება.

 

 


ზევით