არ არის გაყიდვაში

6G უზრუნველყოფს წყალქვეშა კავშირს

14.11.2018

უსადენო ტექნოლოგიის 5G-ის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სუ სინმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ჩინეთში დაიწყო 6G ტექნოლოგიის კონცეპტრუალური კვლევა. ამ ტექნოლოგიაში დაწყებული კვლევების შესახებ განაცხადეს ასევე აშშ-მ, რუსეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა.

11

6G წარმოადგენს 5G-ს შემდგომ დასანერგ მობილური კავშირის სტანდარტს. მისი ჩატვირთვის სიჩქარემ თეორიულად შესაძლოა მიაღწიოს 1 ტერაბაიტს წამში. ასე რომ, მისი საშუალებით საუკეთესო ხარისხის ათეულობით ფილმის ჩამოტვირთვას ერთ წამში შეძლებთ. ამავე დროს ელოდებიან, რომ 6G-ს ეპოქაში პირველად დაიწყება წყალქვეშა სივრცის დაფარვა. თუმცა, ის დრო, როცა მომხმარებელი შეძლებს ქსელის გამოყენებას ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. პროგნოზის თანახმად ტექნოლოგია ხელმისაწვდომი მხოლოდ 2030-ში გახდება.  

22

 

6G ჯერ კიდევ შორსაა, სამაგიეროდ ახლოსაა 5G-ს გაშვების დრო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი 5G-ის გაშვებაზე ლიცენზიების გაცემას წლის ბოლოს დაიწყებს. მისი კომერციული გამოყენება კი მომავალ წელს დაიწყება. მომავალი წლიდანვე დაიწყება სულ უფრო და უფრო მეტი სატერმინალო მოწყობილობების დადგმა 5 G-სთვის, კავშირის მხარდაჭერის მქონე ტელეფონები კი ბაზარზე მომავალი წლის პირველ ნახევარში გამოვა. 5G ქსელის საშუალებით მონაცემთა გადაცემა განხორციელდება 20 Gigabit სიჩქარით wamSi. 4G-ის სიჩქარე 326.4 Megabit/შეადგენს.


ზევით