არ არის გაყიდვაში

Samsung W2019: დასაკეცი ფლაგმანური სმარტფონი

12.11.2018

ჩინეთში Samsung-მა გამართა სპეციალური პრეზენტაცია, სადაც თავისი ახალი ფლაგმანური სმარტფონი  W2019 წარმოადგინა. აპარატს ჩვენი დროის სხვა გაჯეტებისგან არა მხოლოდ ახლებური ფორმ-ფაქტორი, არამედ ფიზიკური კლავიატურა, კარგი ორმაგი კამერა და ტოპ შიგთავსი გამოარჩევს.

11 

აპარატი აღჭურვეს ორი ერთნაირი, 4.2 დიუმიანი Super AMOLED დისპლეით, რომელსაც აქვს Full HD გაფართოება. (1920х1080 პიქსელი). ეკრანის კორპუსი „პლატინის“ ან „ვარდისფერი ოქროს“ ფერებით დაცულია სპეციალური მინით Corning Gorilla Glass. მუშაობს ტოპ პროცესორის ბაზაზე Snapdragon 845 და აქვს 6 GB ოპერატიული მეხსიერება. შიდა მეხსიერების მოცულობა კონფიგურაციაზეა დამოკიდებული. ის შეადგენს, ან 256, ან 128 GB-ს. მისი მოცულობის გაფართოება microSD ბარათით არის შესაძლებელი.

 22

ორმაგი კამერა, რომელიც სმარტფონის უკანა მხარეს არის განთავსებული აღჭურვეს ორი სენსორით, რომელთა გაფართოება შეადგენს 12 MP-ს. ძირითადი სენსორის დიაფრაგმა ცვალებადაია: f/1.5 — f/2.4. მეორე სენსორის კი, f/2.4 შეადგენს. კამერას აქვს ორმაგი ზუმი, ოპტიკური სტაბილიზაცია, ორმაგი შუქდიოდური ფლეშგანათება და 4K ფორმატის ვიდეოს ჩაწერის შესააძლებლობა 60 კადრით წამში, ასევე slow-mo გადაღების ფუნქცია.

 333

ფიზიკური კლავიატურა წარმოადგენს დასაკეცი აპარატების კლასიკას. Samsung W2019 გვერდზე თითის ანაბეჭდის სკანერიც აქვს და ასევე სპეციალურ ღიკალი, რომელიც იწვევს ხმოვან ასისტენტს Bixby-ს. ასეთი ღილაკი ამჟამად ყველა ახალ გამოსულ სმარტფონს აქვს.

 55

აკუმულატორის მოცულობაა 3 070 mAh-ია. ზომები შეადგენს 132.9 х 63.4 х 17.3 მმ, წონა კი - 257 გრამს. აპარატი მუშაობს Android 8.1 Oreo ოპერაციულ სისტემაზე. ის მხოლოდ ჩინეთის შიდა ბაზარზე გაიყიდება და სავარაუდოდ ღირებულება შეადგენს 1439 დოლარს.


ზევით