არ არის გაყიდვაში

5 კამერიანი სმარტფონი Nokia 9

07.11.2018

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინსაიდერული ინფორმაცია Nokia 9-ს შესახებ. ცნობილი გახდა, რომ ნოკიას ახალი სმარტფონი გამოვა მარკირებით PureView, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ გაჯეტს აღნიშნული ტექნოლოგიის მხარდაჭერა ექნება.

11

 

გავრცელებული ფოტო მასალა საშუალებას იძლევა დავასკვნათ სად იქნება განლაგებული აპარატის ხუთი კამერა. ფლეშ განათება, სიღრმის ორმაგი სენსორი სმარტფონის უკანა მხარეს არის განლაგებული გვირილის ფორმით. 5 მოდულის არსებობა მიგვითითებს იმაზე, რომ აპარატს ექნება ტელეობიექტივი, ფართოკუთხოვანი ობიექტივი და კემრები სიღრმის გასაზომად. სმარტფონის ოპტიკაზე იზრუნა კომპანიამ Zeiss.

2

 

 

Nokia 9 PureView-ის კამერას აქვს QHD+ გაფართოება, 5.9 დიუმიანი დიაგონალი და მხარეთა ტრადიციული შეფარდება 18:9. გვერდებზე დისპლეი შემოსაზღვრულია თხელი ჩარჩოთი. ის ოდნავ უფრო სქელი ზედა და ქვედა მხარეებზეა. Nokia 9 PureView-ის ზომები შეადგენს 155 х 75 х 7.9 მმ-ს. წინა მხარეს ეკრანის ზევით განლაგებულია ორი სენსორი და ფრონტალური კამერა. ფიქრობენ, რომ ფლაგმანს შეეძლება მფლობელის იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდის სკანერით, რომელიც ეკრანში იქნება ჩაშენებული. აპარატს ექნება სახის ამოცნობის ფუნქციაც.

 

3

 

Nokia 9 წარმოდგენილი იქნება ტოპ პროცესორით Qualcomm Snapdragon 845, 8 GB ოპერატიული და 128 GB შიდა მეხსიერებით. იმუშავებს ოპერაციულ სისტემაზე Android 9 Pie. მის ავტონომიურობას უზრუნველყოფს 4150 mAh-იანი აკუმულატორი. კორპუსი იქნება მინის და ექნება წყლისა და მტვრისგან დაცვის სტანდარტი. გათვალისწინებულია უსადენო დატენვის ფუნქცია და USB Type-C პორტი სწრაფი დატენვის შესაძლებლობით.  ყურსასმენების პორტი აპარატს არ აქვს.

4

 

ფიქრობენ, რომ  Nokia 9 PureView ოფიციალურად დაანონსდება 2019 წლის დასაწყისში.


ზევით