Lenovo-მ დააანონსა ყველაზე
უსაზღვრო სმარტფონი მწარმოებლებში წელს ყველაზე პოპულარული, სლაიდერის ფორმ-ფაქტორით.
Z5 Pro ჰგავს წელს გამოშვებულ სხვა აპარატებს,
როგორიცაა: Xiaomi Mi Mix 3 და Honor в Magic 2. ახალ სმარტფონს არ აქვს „მონოწარბი“, დისპლეის ველი
კი 95.06% ფარავს აპარატს, შესაბამისად
ეს არის ყველაზე უსაზღვრო ტელეფონი დღეისათვის.

Lenovo Z5 Pro აღჭურვილია 6.39 დიუმიანი Super AMOLED დისპლეით, რომელსაც აქვს Full HD+ (2340 х 1080 პიქსელის) გაფართოება, ეკრანის ქვეშ განთავსებული დაკტილოსკოპიური
სკანერი, 8 ბირთვიანი პროცესორი Qualcomm
Snapdragon 710, Adreno 616 გრაფიკით და 6 GB ოპერატიული და 64 ან 128 GB შიდა მეხსიერება. სმარტფონს ასევე მოყვება ცალკე ჩიპი კონფიდენციალური
ინფორმაციის შესანახად.

სმარტფონს აქვს ორმაგი, 24 MP და 16 MP-იანი ძირითადი კამერა
Sony IMX576 და Sony IMX519 სერსორებზე, შესაბამისად სისტემას აქვს ხელოვნური
ინტელექტის მხარდაჭერა. ფრონტალურ კამერას 16 MP და 8 MP სენსორებით დამატებული
აქვს სახის ამოცნობის ფუნქციაც.

3350 mAh-იან აკუმულატორს აქვს
სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. სტერეოდიმამიკები მუშაობს Dolby Atmos ტექნოლოგიით. მუშაობს Android
8.1 Oreo ოპერაციულ სისტემაზე, ZUI 10
ინერფეისით. ზომები შეადგენს 155.12
x 73.04 x 9.3 მმ-ს, წონა კი 210 გრამს.
Lenovo Z5 Pro ჩინეთში უკვე ხელმისაწვდომია
შავ ფერში. მოდელი 6/64 GB მეხსიერებით ღირს $288; 6/128 GB მეხსიერებით კი - $330.