არ არის გაყიდვაში

iPad Pro — ახალი პლანშეტი Apple-სგან

31.10.2018

როგორც ელოდებოდნენ Apple-მა წარმოადგინა ახალი თაობის პლანშეტები Pad Pro კარდინალურად შეცვლილი დიზაინით, უჩვეულო სიახლეებითა და სასარგებლო აქსესუარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ Lightning პორტი შეცვალა USB-C პორტით. გარდა ამისა მისი საშუალებით, შესაძლებელი იქნება iPhone-ის დატენვა.

11

 

საფირმო პორტზე უარი განპირობებულია იმით, რომ უნივერსალური USB Type-C საშუალებას იძლევა პლანშეტი მიართოთ უფრო ფართო სპექტრის ტექნიკასთან, მაგალითად 5K გაფართოების მონიტორებთან, ციფრულ კამერებთან და მუსიკალურ ინსტრუმენტებთან.  ახალ გაჯეტში Apple  გათავისუფლდა ყურსასმენებისთვის განკუთვნილი 3.5 მმ-იანი პორტისგანაც. სხვა გაჯეტების ჩასართავი კაბელი ცალკე უნდა შეიძინოთ. ახალი პლანშეტის კომპლექტაციაში ის არ შედის.

Apple iPad Pro გამოვიდა ორი ზომით: 11 და 12.9 დიუმიანი დიაგონალით, 2388x1668 და 2732x2048 პიქსელის გაფართოებით. ორივე მათგანს აქვს IPS პანელი Liquid Retina, პიქსელების ერთნაირი სიმჭიდროვით -  264 ppi, გამოსახულების განახლების ერთნაირი სიხშირით 120 Gz-მდე, True Tone ტექნოლოგიით და ანტიბლიკი საფარით. გაჯეტს არ აქვს Home ღილაკი თითის ანაბეჭდის სკანერით. იდენტიფიკაციისთვის გამოიყენებთ Face ID-ს. აღნიშნულ ფუნქციაზე პასუხისმგებელი სენსორები განთავსებულია სელფი კამერასთან, რამაც მწრმოებელს საშუალება მისცა უარი ეთქვა „მონოწარბზე“.

2

 

გაჯეტს ეკრანის გარშემო საკმაოდ თხელი ჩარჩო აქვს. თვითონ კორპუსი 15 % უფრო თხელია და შეადგენს 5.9 მმ-ს. 12.9 დიუმიანი მოდელი მხოლოდ 630 გრამს იწონის. 11 დიუმიანი — 468 გრამს.

პლანშეტები მუშაობს 7 ნანომეტრიან, 8 ბირთვიან პროცესორზე Apple A12X Bionic, რომელსაც აქვს 7 ბირთვიანი გრაფიკა და  Neural Engine ბლოკი ხელოვნური ინტელექტის დავალებების შესასრულებლად.  შიდა მეხსიერების მოცულობა შეიძლება იყოს 64 GB, 256 GB, 512 GB ან 1 TB, ოპერატიული მეხსიერების პარამეტრები კი ჯერ არ არის ცნობილი.

3

 

ძირითადი 12 მეგაპიქსელიანი კამერა ფლობს f/1.8 დიაფრაგმას და True Tone ფლეშ განათებას. აქვს 4К-ვიდეოს ჩაწერის საშუალება 60 K/წმ-ში სიჩქარით და „კინემატოგრაფიული“ სტაბილიზაცია.

გაჯეტები მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე iOS 12.1. მათ აქვთ განახლებული ციფრული სტაილუსი Apple Pencil, რომელსაც აქვს უსადენო დატენვის ფუნქცია და შეხების მგრძნობელობა, ღილაკების გარეშე.

11 დიუმიანი iPad Pro-ს საწყისი ფასია $799, 12.9 - დიუმიანი მოდელის კი - $999. ტოპ მოდელი 1 ТБ შიდა მეხსიერებით $1899 ეღირება. კომპლექტაციაში შედის 18 ვატიანი დამტენი მოწყობილობა. განახლებული სტაილუსი  ცალკე უნდა შეიძინოთ $130 ღირებულებით, კლავიატურა Smart Keyboard Folio კი - $180. გაყიდვაში ახალი გაჯეტი 7 ნოემბრიდან გამოვა.


ზევით