არ არის გაყიდვაში

HP უშვებს ტრანსფორმერ ნოუთბუქს ტოპ მახასიათებლებით

29.10.2018

HP-მ გამოაცხადა ახალი ნოუთბუქ ტრანსფორმერის გამოშვების შესახებ. HP EliteBook X360 1040 G5 14 დიუმიანი მოდელია, რომელსაც აქვს DDR4 ფორმატის ოპერატიული მეხსიერება, რაც მის მოცულობას 32 GB-მდე ზრდის. როგორც წესი, ჩვეულებრივ ულტრაპორტატულ მოწყობილობებს 16 GB  ოპერატიული მეხსიერება აქვთ. შედეგად EliteBook x360 1040 G5 ცოტა უფრო დიდი და მძიმეა, ვიდრე მისი წინამორბედი, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი გაუჯობესებები მოხერხებულობისა და მწარმოებლურობის თვალსაზრისით.

22

 

HP EliteBook x360 1040 G5 აერთიანებს ნოუთბუქ EliteBook 1040 G4-სა და ჰიბრიდული, EliteBook 1030 G3-ის ელემენტებს. ის უფრო კომპაქტურია ვიდრე ნოუთბუქი, მაგრამ უფრო მოზრდილია, ვიდრე ზემოთ ნახსენები ჰიბრიდი. ყველა შემთხვევაში ახალი გაჯეტი აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე ელემენტით, რომელიც HP-ს აქვს დანერგილი, მათ შორის დამატებითი „კონფიდენციალურობის“ ეკრანი SureView, უსაფრთხოების მაკონტროლებელი, განახლების ფუნქცია, დაცვის ფუნქცია და სამფაქტორიანი აუთენტიფიკაცია (სახე, თითის ანაბეჭდი და პაროლი).

3

 

როგორც სხვა 13/14 დიუმიანი ტრანსფორმერები, რომლებიც ამ წელს დაანონსდა,  HP EliteBook x360 1040 G5 მუშაობს 4 ბირთვიან პროცესორზე Intel 8th Gen Core i5/i7. მას აქვს 32 GB ოპერატიული მეხსიერება  DDR4-2667 და SSD PCIe / NVMe 2 TB-ის მოცულობით. უსადენო ინტერფეისი წარმოდგენილია მოდულით Intel Wireless-AC 8265, Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 მხარდაჭერით.

44

 

HP ტრადიციულად გვთავაზობს დისპლეის რამდენიმე ვარიანტს. ყველას მონიტორი დაფარულია დამცავი მინით Gorilla Glass 5 და აღჭურვილია შიდა განათების სენსორით სიკაშკაშის ავტომატური რეგულირებისთვის. ყველაზე ძვირფას მოდელს აქვს 4K Ultra HD (3840 × 2160 წერტილი) დისპლეი, სხვა მოდელებს კი, Full HD (1920 × 1080 პიქსელი).

55

 

რაც შეეხება მულტიმედიას. ტრანსფორმერ პლანშეტს აქვს ოთხი კარგი დინამიკი Bang & Olufsen-სგან, გამაძლიერებელითა და მიკროფონის მატრიცით, რომელიც ფლობს ხმის დათრგუნვის პროგრამულ უზრუნველყოფას.  ჰიბრიდულ კომპიუტერს აქვს კამერა Full HD, IR- სენსორითა და სახის ამოცნობის ფუნქციით Windows Hello.


ზევით