კომპანია სამსუნგმა დააანონსა ჰიბრიდული პლანშეტი Galaxy Book 2, რომელიც მუშაობს 8 ბირთვიან
ტოპ პროცესორზე Snapdragon 850 და ოპერაციულ სისტემაზე Windows 10.

პროცესორი Snapdragon
850 და ფლაგმანური ARM ტექნოლოგია
Qualcomm, მწარმოებლურობით ჩამოუვარდებიან კლასიკურ x86-ჩიპებს, მაგრამ ავტონომიურობის თვალსაზრისით საუკეთესოა.
მასზე მომუშავე გაჯეტები 20 საათის განმავლობაში ინარჩუნებენ ავტონომიურობას. ელემენტის
მოცულობაზე ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებული. სიხშირე კი 2.96 Ghz-ს ტოლია, გრაფიკული ბლოკი — Adreno 630. მუშაობს 4G LTE ქსელზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 GB-ს. შიდა მეხსიერება კი 128 GB-ია. აქვს MicroSD ბარათის სლოტიც.

პლანშეტს აქვს კორპუსში ინტეგრირებული სადგამი, 12 დიუმიანი SuperAMOLED დისპლეი, Full HD+ გაფართოებით, ციფრული სტაილუსი S Pen და მთავარი და ფრონტალური, 8 Mp და 5 Mp კამერები.

Samsung Galaxy Book 2 მუშაობს Windows 10 ოპერაციულ სისტემაზე,
რომელსაც აქვს S Mode რეჟიმი(მხოლოდ იმ პროგრამების დაყენებაა შესაძლებელი,
რომელიც ონლაინ მაღაზია Microsoft
Store-ში იყიდება). მაგრამ პლანშეტის მყიდველებს
შესაძლებლობა ეძლევათ უფასოდ დააყენონ Windows-ის შემცირებული ვერსია.

კლავიატურა და საფირმო სტაილუსი კომპლექტაციაში შედის. გაყიდვაში Samsung Galaxy Book 2 გამოვა 2 ნოემბრიდან და მისი ღირებულება $1000 შეადგენს.