არ არის გაყიდვაში

Mate 20 და Mate 20 Pro: 7 nm პროცესორი, სამ მოდულიანი კამერა და მაკრო გადაღება

18.10.2018

ლონდონში გამართულ ოფიციალურ პრეზენტაციაზე Huawei-მ წარამოადგინა თავისი ფლაგმანური ხაზის Mate-ს ახალი მოდელებისაბაზისო Mate 20 და უფრო გაუმჯობესებული Mate 20 Pro. სწორედ ამ ხაზში ცდილობს მწარმოებელი იმ სიახლეების დანერგვას, რომელსაც შემდეგ სხვა სერიის მობილურებშიც გამოიყენებს. ამჯერად ახალ მოდელებში გამოჩნდა 8 ბირთვიანი პროცესორი Kirin 980, 7 ნანომეტრიანი ჩიპით, ეკრანქვეშ განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი, სამმაგი ძირითადი კამერა და ბოლო თაობის ოპერაციული სისტემა Android 9.0 Pie.

11

 

ახალი სმარტფონების დიზაინი განსხვავდება შარშანდელი Mate 10-სგან. Mate 20-ს დისპლეის აქვს წვეთისებრი ჭრილი სელფი კამერის ქვეშ, უკანა პანელზე კი თითს ანაბეჭდის სკანერი. უფრო გაუმჯობესებულ ვარიანტს  Mate 20 Pro-ს „მონოწარბს“ აქვს სენსორები სახის 3D სკანირების სისტემის მუშაობისთვის. მას დაქტილოსკოპიური სკანერი უკანა მხარეს აქვს.

2

 

ორივე მოდელისთვის კიდევ ერთი სიახლე არის სამმაგი ძირითადი კამერა Leica-ს ოპტიკით, რომელიც ერთ კვადრატშია განთავსებული შუქდიოდურ ფლეშ განათებასთან ერთად.

Mate 20-ს აქვს  6.53 დიუმიანი IPS დისპლეი  2244x1080 პიქსელის გაფართოებით. Mate 20 Pro-ს კი 6.39 დიუმიანი OLED ეკრანი 3120х1440 წერტილის გაფართოებით. ახალი მოდელების მთავარი უპირატესობაა 8 ბირთვიანი პროცესორი Kirin 980, 2.6 GHz სიხშირით და Mali-G76 MP10 გრაფიკით. პირველი მოდელი გამოვა ორ ვარიანტად,  4 და 6 GB ოპერატიული მეხსიერებით, მეორეს კი მხოლოდ ერთი ვერსია ექნება 6GB ოპერატიული მეხსიერებით. შიდა მეხსიერება ორივეს შემთხვევაში 128 GB-ს შეადგენს.

33

 

მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად Mate 20-სა და  Mate 20 Pro-ს კამერები ერთმანეთს გავს, სენსორები მათ განსხვავებული აქვთ. პირველი მათგანის სენსორები არის 12, 16 და 8 მეგაპიქსელიანი, მეორესი — 40, 20 და 8.

ორივე მოდელის სელფი კამერა 24 მეგაპიქსელიანია f/2.0 დიაფრაგმით. Huawei Mate 20 Pro-ს აქვს 3D-სკანერი სახის ბიომეტრიული იდენტიფიკაციისთვის.

4

 

კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა რევერსული უსადენო დატენვის შესაძლებლობა, რომელიც Huawei Mate 20 Pro-ს გააჩნია. ფლაგმანის აკუმულატორის მოცულობა 4200 mAh-ს შეადგენს და შეუძლია უსადენოდ დატენოს სხვა მობილური გაჯეტი, რომელსაც მსგავსი ფუნქცია ექნება. მას აქვს სწრაფი დატენვის SuperCharge 2.0 ფუნქცია, 30 წუთში ელემენტი 70% იტენება. Huawei Mate 20 - ის აკუმულატორის მოცულობა 4000 mAh-ს შეადგენს და აქვს მხოლოდ სწრაფი დატენვის ფუნქცია.

55

 

Mate 20 Pro-ს გააჩნია IP68 წყლისა და მტვრისგან დაცვის სტანდარტი, სტანდარტულ სმარტფონს კი მხოლოდ ნამისგან დაცვის შესაძლებლობა აქვს IP54 სტანდარტით. ორივე სმარტფონს აქვს მონიტორთან უსადენოდ მიერთების შესაძლებლობა.

66

 

სმარტფონები მუშაობენ Android 9.0 Pie ოპერაციულ სისტემაზე მარკით EMUI 9.0. პირველი მათგანის ზომებია: 158.2 х 77.2 х 83 მმ და 188 გრამი; მეორესი -157.8 х 72.3 х 8.6 მმ და 189 გრამი. ევროპაში Huawei Mate 20 Pro-ს ფასი დაიწყება €1050-დან. Huawei Mate 20 კი €800 და €850 ეღირება, ოპერატიული მეხსიერების მოცულობის შესაბამისად.


ზევით