კომპანია Razer აგრძელებს თავისი გეიმერული
ნოუთბუქების ხაზის გაფართოებას და შესაბამისად აფართოვებს შესაძლებლობებს თავისი მომხმარებლებიშთვის.
მაისში დაანონსებული ყველაზე პატარა გეიმერული ლეპტოპის Razer Blade 15-ის შემდეგ, მწარმოებელმა
შექმნა მისი საბაზისო ვერსია უფრო იაფად. ის 300 დოლარით ნაკლები
ღირებულებისა იქნება და აშშ-ში 1600 დოლარად გაიყიდება.

ღირებულების დაწევამ კომპანია აიძულა შეეცვალა გარკვეული კონფიგურაციები.
შეიცვალა დისპლეის პარამეტრები. ახალ მოდელში გამოყენებული 60 Hz-იანი FullHD
დისპლეი. შეიცვალა გაგრილების სისტემაც. შემცირებულია SSD მეხსიერების პარამეტრებიც, 512-დან, 256 GB-მდე, HDD დისკის მოცულობა გახდა 1 TB. საფირმო განათებას Razer
Chroma არ აქვს ინდივიდუალური პარამეტრები ცალკეული კლავიშებისთვის. რამდენიმე მილიმეტრით გაიზარდა კორპუსის
სისქე.

სხვა დანარჩენი იგივე დარჩა: 15.6
დიუმიანი ეკრანი, 6
ბირთვიანი, მერვე თაობის პროცესორი Intel Coffee Lake Core i7-8750H, დისკრეტული ვიდეობარათი NVIDIA GTX 1060 Max-Q, 16 GB ოპერატიული მეხსიერება, ოპერაციული სისტემა Windows 10, და საფირმო მანათობელი
ლოგოტიპი ნოთბუქის ზედა მხარეზე. Razer Blade 15 -ის შეძენა აშშ-ს, ჩინეთის
და ევროპის ბაზარზე უკვე შესაძლებელია.

Razer-მა საბაზო მოდელთან
ერთად გამოუშვა შეზღუდული სერიაც, Razer Blade 15 ნაცრისფერში. მასში
ლოგოტიპი არ ანათებს, ბოლო თაობის კლავიატურა Razer Chroma-ს კი აქვს ინდივიდუალური პარამეტრები. ნაცრისფერ ვერსიას
აქვს Intel Core i7-8750H პროცესორი და კომპლექტაციიდან გამომდინარე ვიდეობარათები:
NVIDIA
GTX 1060 ან GTX 1070. ლიმიტირებული მოდელის
ფასი დაიწყება 2200 დოლარიდან.