არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy A9 (2018) ოთხი კამერით

12.10.2018

თუკი ჯერ კიდევ ვინმეს აოცებს Huawei P20 Pro სამი ძირითადი კამერით, გაფრთხილებთ რომ მალე ყველა წამყვანი ბრენდი მრავალკამერიან სმარტფონს გამოუშვებს და მათ შორის პირველია Galaxy A9 (2018), ოთხი კამერით.

1

 

სმარტფონის ძირითადი კამერა ოთხ მოდულს მოიცავს და განთავსებულია მარცხენა ზედა კუთხეში. პირველი მთავარი კამერა 24 mp-იანია, f/1.7დიაფრაგმით და საუკეთესოა ღამით, ან ცუდ განათებაში გადაღების დროს. მეორე  5 mp –იანი, f/2.2 ფარენგეიტით ხარისხიან პორტრეტებს იღებს და აქვს „ცოცხალი ფოკუსის გასწორების“ ფუნქცია. სმარტფონს პეიზაჟისთვის აქვს 8 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი სენსორი,   120° კუთხით და  f/2.4 დიაფრაგმით, ავტოფოკუსის გარეშე.  მეოთხე სენსორი კი 10 mp, f/2.4 დიაფრაგმითაა მოცემული და ორმაგი ოპტიკური  ზუმი აქვს.  სელფი კამერა შედგება 24 მეგაპიქსელიანი, f/2.0 დიაფრაგმის მქონე სენსორით, რომელსაც აქვს სახის ამოცნობის ფუნქცია.

22

 

ვიზუალურად Galaxy A9 (2018) გავს ცოტა ხნის წინ გამოშვებულ Galaxy A7–ს (2018). მისი კორპუსი მინის და მეტალისაა და აქვს წყლისა და მტვრისგან დაცვის IP68 სტანდარტი. თითის ანაბეჭდის სკანერი დატანებულია სმარტფონის უკანა მხარეს. წინ კი 6.3 დიუმიანი AMOLED დისპლეი აქვს 2220 х 1080 პიქსელის გაფართოებით Always On Display ტექნოლოგიით.

44

 

მუშაობს 8 ბირთვიან პროცესორზე Qualcomm Snapdragon 660, Adreno 512 გრაფიკით, აქვს 6/8 GB ოპერატიული და 128/512   შიდა მეხსიერება;  ორ სიმ კარტიანი სლოტი და microSD მეხსიერების ბარათის განთავსების საშუალება. აკუმულატორის მოცულონა შეადგენს 3800 mAh–ს.

Samsung Galaxy A9 (2018) მუშაობს Android 8.0 Oreo ოპერაციულ სისტემაზე, საფირმო მარკით Samsung Experience. ზომები: 162.5 x 77 x 7.8 მმ, წონა – 183 გრამი.

გაყიდვაში გამოვა სამ ფერში: შავი, ლურჯი და ვარდისფერი. საწყისი ღირებულება იქნება €600.


ზევით