არ არის გაყიდვაში

LG V40 ThinQ — ახალი ფლაგმანი ხუთი კამერით

08.10.2018

LG-მ ოფიციალურად დაანონსა ფლაგმანური სმარტფონი V40 ThinQ. აპარატის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია 5 კამერა, 32 ბიტიანი დიგიტალური კონვერტერი და წყლისა და მტვრისგან დაცვის IP68 ფუნქცია.

11

 

სმარტფონს აქვს 6.4-დიუმიანი ფართოფორმატიანი OLED დისპლეი, QHD+ (3120x1440 პიქსელი) გაფართოებით. ზედა მხარეს განლაგებულია ორ მოდულიანი ფრონტალური კამერა. ერთი არის 8 მეგაპიქსელიანი f/1.9 დიაფრაგმითა და  80° ხედვის კუთხით, მოერე - 5 მეგაპიქსელიანი f2.2 გაფართოებით და 90° ხედვის კუთხით. აქვს სახის ამოცნობის ტექნოლოგია.

22

 

უკანა მხარეს განთავსებულია სამმაგი ძირითადი კამერა. ეს არის ერთი 12 მეგაპიქსელიანი 78° ხედვის კუთხის მქონე მოდული, ოპტიკური სტაბილიზაციით და  f/1.5 დიაფრაგმით.  მეორე ფართოკუთხოვანი მოდულის მახასითებლებია: გაფართოება 16 mp, დიაფრაგმა - f/1.9, ხედვის კუთხე - 107°. მესამე 12 მეგაპიქსელიანი სენსორია f/2.4 დიაფრაგმით, 45°ხედვის კუთხით და სამმაგი ოპტიკური ზუმით. მწარმოებლის თქმით LG V40 ThinQ კამერაში შესაძლებელია ერთდროულად სამივე მოდულის ამოქმედება, რაც ფლაგმანის უპირატესობაა კონკურენტებთან შედარებით.

33

 

კამერის განსაკუთრებულ მხარეებს შორის LG-ში ხაზს უსვამენ ლაზერული ავტოფოკუსის,  Google Lens-ის მხარდაჭერას, 4К-ვიდეოს შექმნის შესაძლებლობას წამში 60 კადრით და ახალ ფუნქციას Cine Shot, რომელიც საშუალებას იძლევა გადაიღოთ ცოცხალი ფოტოსურათები (გამოკვეთილი ფიგურა ციკლურად მოძრაობს კადრში სხვა ყველაფერი კი უძრავი რჩება).

44

 

LG V40 ThinQ მუშაობს 8 ბირთვინ პროცესორზე Qualcomm Snapdragon 845, გრაფიკით Adreno 630 4G LTE ქსელის მხარდაჭერით, აქვს 6 GB ოპერატიული და 64/128 GB შიდა მეხსიერება, ორი სიმ ბარათის სლოტი და კლასიკური თითის ანაბეჭდის სკანერი. ხარისხიან ხმას უზრუნველყოფს Boombox-ის სტერეოდინამიკები და 32-ბიტიანი Quad DAC. აკუმულატორის მოცულობა შეადგენს 3300 mAh-ს და აქვს უსადენო დატენვისა და სწრაფი დატენვის  Qualcomm Quick Charge 3.0 ფუნქციები.

55

 

ფლაგმანის ზომებია: 158.8 x 75.8 x 7.7 მმ, წონა — 169 გრამი. კორპუსი მინის აქვს და მუშაობს Android 8.1 Oreo ოპერაციულ სისტემაზე.

გაყიდვები დაიწყება 18 ოქტომბრიდან, საწყისი ღირებულება იქნება $900.


ზევით