არ არის გაყიდვაში

HP –ის ტყავის ნოუთბუქი Spectre Folio

03.10.2018

დაივიწყეთ ახალი ნოუთბუქები Surface, რომელსაც Microsoft დღეს წარმოადგენს, ანდაც Pixel Slate-ის პლანშეტი Chrome OS, რომელსაც მომავალ კვირაში გამოუშვებენ. ეს გაჯეტები დაივიწყეთ, რადგან HP-მ გამოუშვა სრულიად ახალი ნოუთბუქი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ტყავისგან არის შექმნილი.

33

 

დაგვეთანხმებით, ნოუთბუქისთვის ეს საკმაოდ უცნაური მასალაა, მაგრამ HP-მ ახალი კომპიუტერისთვის HP Spectre Folio 13-სთვის, აირჩია 100% ნატურალური ტყავი. რამდენად გამძლე და კომფორტული იქნება ის ყოველდღიურ გამოყენებაში და ხანგრძლივი დროის მანძილზე, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს. კომპანიაში მინიშნება გააკეთეს, რომ დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნება ტყავის გადაჭიმვა.

44

 

ტყავის გარეკანი მოწყობილობის გამოყენების საშუალებას იძლევა სხვადასხვა რეჟიმში. ის შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ნოუთბუქი და როგორც პლანშეტი. მას აქვს კიდევ ერთი მდგომარეობა, რომელიც ვიდეოს ყურებისთვისაა გათვლილი. უნიკალური ფორმა საშუალებას იძლევა გადავაადგილოთ ეკრანი ვერტიკალურად და დავაყენოთ სხვადასხვა პოზიციაში. HP Spectre Folio-ს აქვს მეტალის კარკასი, მაგრამ მას გარშემო ტყავი აკრავს და ეკრანის ტყავის კორპუსიდან სრულად ამოღება არ შეუძლებელია.

55

 

ნოუთბუქი არა მხოლოდ კარგად გამოიყურება, არამედ უზრუნველყოფს დატენვის გარეშე შეუჩერებელ მუშაობას მთელი დღის განმავლობაში. HP-ის მონაცემებით, აპარატი 18 საათი მუშაობს დამოუკიდებლად. Spectre Folio-ს აქვს ერთ-ერთი ყველაზე პატარა დედა დაფა და 4G LTE-სთან დაკავშირების შესაძლებლობა.

66

 

რაც შეეხება სხვა სპეციფიკაციებს: ნოუთბუქს აქვს 13.3 დიუმიანი დისპლეი Micro Edge, Full HD ან 4K გაფართოებით, 8-ბირთვიანი, Y - სერიის თაობის Intel Core i5/i7 პროცესორი, 8 GB ოპერატიული მეხსიერება, 256 GB/2 TB SSD-დამგროვებელზე, Bang & Olufsen ხმა, USB-C და ორი Thunderbolt 3 პორტი, Windows 10 და Digital Pen-ის მხარდაჭერა. მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 2 TB-მდე.

HP Spectre-ის ფასი 1299 დოლარიდან იწყება. გაყიდვები კი 29 ოქტომბრიდან დაიწყება.


ზევით