კომპანია Zeiss-მა დააანონსა ახალი სრულკადრიანი კომპაქტური კამერა ZX1 ფიქსირებული 35-მმ ობიექტივით f/2.0. ეს გერმანული ბრენდის პირველი სრულკადრიანი კამერაა.
აპარატის შიგნით 37.4-მეგაპიქსელიანი სრულკადრიანი სენსორი აქვს, ISO 80-51 200
დიაპაზონით, რომელიც Zeiss-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს.
კამერის წინა მხარეს
განთავსებულია მოხსნადი ობიექტივი ავტოფოკუსით Zeiss
Distagon 35mm f/2.0, რომელიც საფირმო სრულკადრიანი სენსორის დამატების სახით შეიქმნა. ის შეიცავს 8 ელემენტს 5 დაჯგუფებაში. ფოკუსირების მინიმალური
დაშორება 30 სმ -ია. Zeiss ZX1-ს აქვს 512 GB შიდა მეხსიერება (იტევს 6 800 ფოტოს RAW ან 50 000 .jpg-ფორმატებში), ამიტომ SD-ბარათის შეძენისთვის ზედმეტის გადახდა აღარ მოგიწევთ. ვიდეო გადაღება Full HD (1920×1080 წერტილი) ფორმატშია შესაძლებელი 60 კადრით წამში ან 4К
(3840×2160 წერტილი) ფორმატით.
კამერის ერთ-ერთ საინტერესო ფუნქციად ითვლება ინტეგრირებული Adobe Photoshop Lightroom-ის ადაპტირებული ვერსია, რომელიც საკმაოდ ფუნქციურია. დამუშავების შემდეგ
ფოტო გამოსუხულებას კომპიუტერსა და პლანშეტში მარტივად გადაიტანთ Wi-Fi 802.11ac ან Bluetooth 4.1 LE მოდულების საშუალებით.

ZX1-ის კორპუსსზე ღილაკების
მინიმალური რაოდენობაა განთავსებული. აკუმულატორის მოცულობა შეადგენს 3190 mAh-ს. კამერას ესთეტიური
ვიზუალი აქვს. მისი გაბარიტები შეადგენს 142 x 93 x 46 მმ-ს, წონა კი 800 გრამია. გაყიდვაში აპარატი 2019 წლის
დასაწყისში გამოვა. ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის.