არ არის გაყიდვაში

Nubia Z18s: ორი სკანერით და ორი დისპლეით

28.09.2018

 

ჯერ არდაანონსებული Nubia Z18s-ზე მწარმოებელი მუდმივად დებს ახალ-ახალ ინფორმაციას. ეს არის ერთობ ორიგინალური მობილური აპარატი ორი ეკრანით. ცოტა ხნის წინ კი ქსელში ვიდეოც გამოჩნდა, რომელიც კარგად ასახავს სმარტფონის განსაკუთრებულობებს.

 

3

გარდა წინა, ჩვეულებრივი ეკრანისა Nubia Z18s-ს ექნება დამატებითი ფერადი ეკრანი უკანა მხარეს. ძირითადი IPS-დისპლეის დიაგონალი იქნება 6.26 დიუმი, გაფართოება კი 2280х1080 პიქსელი. 5.1 დიუმიანი AMOLED-დისპლეი სმარტფონს უკანა მხარეს ექნება განთავსებული და მისი გაფართოება იქნება 1520х720 პიქსელი.

 

 

მაგრამ მთავარი კიდევ წინ გვაქვს. ტელეფონს არ ექნება ფრონტალური კამერა. ის არც ეკრანის ქვეშ დაუმალავთ და არც რაიმე განსაკუთრებულ ბლოკში. ის უბრალოდ გააქრეს. ფოტოების გადაღება შესაძლებელი იქნება ძირითადი ორმაგი კამერით, რომელსაც ექნება 16 Mp და 24 Mp მოდულები. მას ვისაც სელფის გადაღება უყვარს, სწორედ მეორე ეკრანი დაეხმარება.

სამაგიეროდ მწარმოებლებმა თავის პროდუქტს ორი თითის ანაბეჭდის სკანერი დაამატა. ისინი გვერდითა მხარეებზე განალაგეს ხმის რეგულატორთან და ჩამრთველთან.

 

 4 

Nubia Z18s იმუშავებს ფლაგმანურ პროცესორზე Snapdragon 845 და ექნება 6/8 GB ოპერატიული და 64/128 GB შიდა მეხსიერება. აპარატის ავტონომიურობაზე იზრუნებს 3800 mAh-იანი აკუმულატორი, რომელსაც ექნება სწრაფი დატენვის მხარდაჭერა Quick Charge 4.0. ოპერაციული სისტემა იქნება Android 8.1 Oreo. ანონსის თარიღი და საწყისი ღირებულება ჯერ უცნობია.


ზევით