არ არის გაყიდვაში

ახალი დამტენი, რომელიც ლეპტოპსაც ტენის

24.09.2018 17:39:19

სასწრაფოდ გჭირდებათ თქვენი აპარატის დატენვა, მაგრამ სტანდარტული USB-აკუმულატორის სიჩქარე დაბალია? ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. გაჯეტების მწარმოებელმა ბრენდმა HyperJuice გამოუშვა ყველაზე ძლიერი პორტატული აკუმულატორი.

1

 

 

მწარმოებლის სიტყვებით HyperJuice წარმოადგენს «მსოფლიოში ყველაზე ძლიერ აკუმულატორს USB-C-ზე», და პირველ აპარატს, რომელსაც აქვს 100W USB-C Power Delivery 3.0 Profile-ის მხარდაჭერა. მისი მოცულობა 27 000 mAh-ია და ნოუთბუქის დატენვაც კი შეუძლია. აქვს ორი USB-C პორტი: ერთი 60 ვატიანი, მეორე 100 ვატიანი.

 

2

 

თუ თქვენ გაქვთ თანამედროვე Android-სმარტფონი, ალბათ ხვდებით რა სასწაულებს ახდენს USB-C დამტენი. ახალი ტექნოლოგიის წყალობით ზოგიერთი სმარტფონი 80% იტენება 15 წუთში. Hyper-ში ამბობენ, რომ HyperJuice იმედს არ გაგიცრუებთ ამ თვალსაზრისითაც. ის უფრო სწრაფ დატენვას და მეტ ენერგიას გპირდებათ, ვიდრე მისი ძლიერი კონკურენტების გაჯეტები, როგორებიცაა  Anker PowerCore + PD ან USB-C Omnicharge.

3

გარდა ამისა, თავად HyperJuice ერთი საათში იტენება და თუ ეს მართლაც ასეა, ეს ახალი გაჯეტის კიდევ ერთი პლიუსი ინება. კიდევ ერთი ფუნქცია ის არის, რომ შესაძლებელია დამტენი ერთდროულად ტენიდეს რამდენიმე მოწყობილობას და თავადაც იტენბოდეს.  

აკუმულატორის კორპუსი ალუმინისგან და პლასტმასისგან არის შექმნილი, მისი ზომებია 183.2 x 77.1 x 21.3 მმ, წონა -  550 გრამი. მისი სასტარტო ღირებულება კი 149 დოლარია. გაყიდვაში კი ნოემბერში გამოვა.


ზევით