არ არის გაყიდვაში

ინტერნეტში Samsung-ის 4 კამერიანი ტელეფონის ფოტო გამოჩნდა

20.09.2018
გასულ კვირას Samsung-მა თაყვანისმცემლები დააინტრიგა ინფორმაციით, რომ სულ მალე კომპანია გეგმავს ოთხ კამერიანი სმარტფონის გამოშვებას. ახლა კი მთელი ინსტაგრამი მოიცვა ფოტოებმა, რომელზეც აღნიშნული აპარატია გამოსახული. პრიველ ფოტოზე ვხედავთ Samsung Galaxy A9 Star Pro-ს სამ ფერში, ოთხი კამერითა და თითის ანაბეჭდის სკანერით უკანა პანელზე. მეორე გამოსახულებაზე კი პროფილურ ექაუნთს AllAboutSamsung. 

1
გარდა ორჯერ გაზრდილი კამერების რაოდენობისა, სმარტფონი გვახარებს არასტანდარტული ფერებითაც. ფოტოზე ვხედავთ, რომ ის არის ბროწეულის ვარდისფერის და ლურჯ ფერებში. სმარტფონის მახასიათებლებს კომპანია ჯერ საიდუმლოდ ინახავს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ აპარატი იმუშავებს პროცესორზე Snapdragon 710. 

22
ახალ გამოშვებული ფლაგმანები მიზეზს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ მრავალკამერიანი აპარატი მიმდინარე და მომავალი წლის მთავარ ტენდენციად იქცევა. აღნიშნული ტენდენცია ახალ პროფესიებსაც კი აჩენს. ვინ იცის? იქნებ როგორც Apple-მა გააჩინა აიფონოგრაფები, ისე გააჩინოს მისმა მთავარმა კონკურენტმაც სამსუნოგრაფები.

ზევით