ჩინური კომპანია Vivo, როგორც ჩანს, საკუთარ
მთავარ უპირატესობად მიიჩნევს სმარტონის ეკრანში ჩატანებული თითის ანაბეჭდის სკანერს
და ყველა თავის ახალ ტელეფონს ამ ფუნქციით ამარაგებს. ასე მოხდა Vivo X23-ის შემთხვევაშიც.

ვიზუალურად Vivo X23 ჰგავს ცოტა ხნის წინ
გამოშვებულ V11. დისპლეის ზომაც და მისი ეკრანთან შეფარდებაც მსგავსია.
მაგრამ IPS-მატრიცის ნაცვლად ახალ
აპარატს Super AMOLED-დისპლეი აქვს. ზედა მხარეს განლაგებულია ფრონტალური კამერა 12 მეგაპიქსელით და სახის
ამოცნობის ფუნქციით, რომელმაც წესით სიბნელეშიც უნდა იმუშაოს, ისევე, როგორც ეს iPhone X-ის შემთხვევაში ხდება. დისპლეიში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი
სმარტფონის ქვედა მხარესაა განთავსებული. მწარმოებლის განცხადებით ის 40% უფრო სწრაფად
მუშაობს, ვიდრე მისი წინამორბედები.

ძირითადი კამერა 12 მეგაპიქსელიანია f/1.8 დიაფრაგმით, მას ეხმარება ფართოკუთხოვანი 13 მეგაპიქსელიანი
მეორე მოდულიც f/2.4 დიაფრაგმით და 125° ხედვის კუთხით. სმარტფონს ხელოვნური ინტელექტიც აქვს.

აპარატი მუშაობს 8-ბირთვიან პროცესორზე Qualcomm Snapdragon 670, 2 Ghz სიხშირით და გრაფიკული პროცესორით Adreno 615. მას ემატება 8 GB ოპერატიული და 128 GB შიდა მეხსიერება. საფირმო რეჟიმები System Turbo და Game
Turbo გეხმარებათ საინტერესო აპლიკაციებითა და თამაშებით გართობაში. აკუმულატორის
მოცულობა შეადგენს 3400 mAh-ს და აქვს სწრაფი დატენვის
მხარდაჭერა. აპარატის ოპერაციული სისტემაა Android 8.1 Oreo.