
iPhone XR-ს აქვს 6.1-დიუმიანი LCD-დისპლეი 1792х828 პიქსელის
გაფართოებით.
მუშაობს 6 ბირთვიან A12 Bionic პროცესორზე , რომელიც პირველია მსოფლიოში, რომელიც დამზადებულია 7 ნანომეტრანი ტექპროცესით
და შექმნისთანავე გამოიყენეს სმარტფონებში. ბოლო თაობის ჩიპსეტმა
განაპირობა, რომ სმარტფონის თამაშების მწარმოებლურობა 50 % გაიზარდა, ზოგადად მუშაობს
15 % უფრო სწრაფად და 40% უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე წინა მოდელები. ოპერატიული მეხსიერების
ზომა არ არის ცნობილი. შიდა მეხსიერება კი შეიძლება იყოს 64, 128 და 256 GB. აპრატის ავტონომიურობა
ერთნახევარაჯერ უფრო მაღალია, ვიდრე iPhone 8 Plus-ს ჰქონდა.

უფროსი მოდელებისგან განსხვავებით, iPhone XR -ს ძირითიადი კამერა ერთი აქვს. ეს არის ფართოკუთხპვანი,
12 მეგაპიქსელიანი ობიექტივი. ფრონტალური კამერა კი ისეთივეა, როგორიც iPhone X, iPhone XS და iPhone XS Max-ს აქვთ.

სმარტფონის კორპუსი მინისაა, რაც საშუალებას იძლევა მოწყობილობა უსადენოდ
დატენოთ. მისი ჩარჩო ალუმინისაა, აქვს წყლისა და მტვრისგან დაცვის IP67 სტანდარტი, რაც iPhone XS და iPhone
XS Max-ზე ნაკლებია. iPhone XR გამოვა შავ, თეთრ, ყვითელ,
ცისფერ, სტაფილოსფერ და წითელ ფერებში. გაყიდვაში კი 6 ოქტომბრიდან გაეშვება.