არ არის გაყიდვაში

Nokia-ს სმარტფონი 5 ფოტოკამერით

10.09.2018
ინტერნეტსივრცეში უკვე დიდი ხანია საუბრობენ მომავლის უამრავკამერიან მონსტრზე - Nokia-ს ახალ ფლაგმანურ სმარტფონზე. და დროთა განმავლობაში, გავრცელებული ჭორები მტკიცდება. ახლა კი ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომელზეც ასახულია საოცარი კონსტურქციის მქონე მობილური აპარატი. 

1



ამბობენ, რომ ეს არის Nokia 9 - რომელსაც უკანა მხარეს ერთდროულად 7 „თვალი" აქვს: ორდიოდური ფლეშგანათება და ობიექტივები, რომელიც შექმნილია ბრენდის დიდი ხნის პარტნიორის, გერმანული კომპანია ZEISS-ის მიერ, რომელიც მთელ მსოფლიოში განთქმულია თავისი მაღალი ხარისხის ოპტიკის წარმოებით. ძირითადი კამერის სისტემაზე მუშაობს სტარტაპი Light, რომელმაც თავის დროზე გამოუშვა 16 ობიექტივის მქონე ფოტოკამერა. ჯერ არ არის ცნობილი ზუსტად რამდენი კამერა ექნება სმარტფონს, 5 თუ 6. ფიქრობენ, რომ ალბათ უფრო ხუთი, მეექვსე საიდუმლოებით მოცული „თვალი“ კი რომელიმე სენსორისა იქნება. 

2

სმარტფონის კორპუსზე დატანილია სტიკერი, რომელზეც მითითებულია მოდელის ნომერი -TA-1094 და რიცხვი 2018-08-30. რას უნდა მიანიშნებდეს ეს თარიღი ცნობილი არ არის, არ გავრცელებულა ინფორმაცია არც მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებზე. ამიტომ მხოლოდ ის დაგვრჩენია კვლავ დაველოდოთ არაოფიციალური ინფორმაციის გაჟონვას ფლაგმანის შესახებ, ანდაც ოფიციალურ პრეზენტაციას მწარმოებლისგან HMD Global.

ზევით