კომპანია ZTE დაბრუნდა სმარტფონების
ბაზარზე და გამოფენაზე IFA 2018 წარმოადგინა Nubia Z18, რომელიც აღჭურვილია
ბოლო თაობის Qualcomm Snapdragon 845 პროცესორით. ეკრანის შეფარდება კორპუსთან
შეადგენს 91.8% და წინ მხოლოდ სელფი კამერაა განლაგებული.

აპარატი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ძლიერიცაა. გარდა Qualcomm-ის ტოპ პროცეოსრისა,
ის აღჭურვილია 6 GB ან 8 GB ოპერატიული მეხსიერებით
და 64 GB ან 128 GB შიდა მეხსიერებით. IPS-ეკრანს აქვს 1080 × 2160 პიქსელის გაფართოება. ავტონომიურობას უზრუნველყოფს
3450
mAh-იანი
აკუმულატორი, რომელსაც აქვს სწრაფი დატენვის და ენერგიის ეკონომიურად მოხმარების ფუნქცია.

Nubia მუშაობს Nubia UI 6.0-ზდე, რომელიც დამყარებულია
ოპერაციულ სისტემაზე Android 8.1 Oreo. თითის ანაბეჭდის სკანერი
სმარტფონის უკან არის განლაგებული.
რაც შეეხება კამერებს, წინ განლაგდა ორდინარული 8 მეგაპიქსელიანი კამერა
f/2.0 დიაფრაგმით. უკანა პანელზე განთავსებული
ძირითადი კამერა შედგება 16 მეგაპიქსელიანი (f/1.6) და 24 მეგაპიქსელიანი (f/1.6) კომპონენტებისგან. კამერის ძლიერი აპარატული
უზუნველყოფა შესაძლებელს ხდის ფოტოგადაღებას ერთნაირი კარგი ხარისხით სელფი და ძირითადი
კამერებითაც.

ZTE Nubia Z18 6/64 GB ჩინეთში $410 ღირს. 8/128 GB ვერსია კი - $482. სმარტფონი ხელმისაწვდომია
შავ და თეთრ ფერებში. დამატებით გამოუშვეს ვან გოგის პრინტითაც, რომელიც $526 ღირს.