Acer Swift 7 მართლაც საოცრად მსუბუქი (იწონის 1 კგ-ზე ნაკლებს) და თხელია (1 სმ-ზე ნაკლები). გარდა ამისა ეკრანის გარშემო აქვს წარმოუდგენლად მცირე ზომის
ჩარჩო, რაც ნოუთბუქს ანიჭებს წარმოუდგენელ 92 პროცენტიან შეფარდებას ეკრანსა და ზედაპირს
შორის. ახალი კომპიუტერი ყველა სიკეთესთან ერთად 15 %-ით უფრო კომპაქტურია, ვიდრე მისი
წინამორბედი.

შედარებისთვის ვიტყვით, რომ მაგალითად Huawei MateBook X
Pro-ს აქვს 91-პროცენტიანი შეფარდება
ეკრანსა და კორპუსს შორის, რასაც იმის ხარჯზე აღწევს, რომ ვებ-კამერა დაფარული აქვს
კლავიატურის ქვეშ. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი აქვს თუ არა Swift 7-ს ვებ-კამერა, ამის
შესახებ Acer-ში არ გამოუცხადებიათ. კომპანიაში ამბობენ, რომ კომპიუტერის ზომების შემცირება
ისეთი მასალის გამოყენებით მოხდა, რომელიც წარმოუდგენლად მსუბუქია. ასეთებია: მაგნიუმი
და ლითიუმი.

Swift 7 — წინა თაობის ნეტბუქების
მსგავსად სათამაშო მოწყობილობა არ არის. ის არის სრულყოფილი 14 დიუმიანი დისპლეის და
მერვე თაობის, 5 ვატიანი პროცესორის Intel Core i7 მქონე ნოუთბუქი, თუმცა მისი სხვა მახასიათებლების შესახებ
პრეზენტაციაზე არაფერი თქმულა. ჯერ-ჯერობით არც ფასი და გაყიდვაში გამოსვლის თარიღია
ცნობილი.