არ არის გაყიდვაში

Samsung დასაკეც სმარტონს დროზე ადრე უშვებს

16.08.2018

1

როგორც უკვე ცნობილია, Samsung უკვე დიდი ხანია მუშაობს უნიკალურ დასაკეც სმარტფონზე. მის შესახებ პირველი ჭორები ჯერ კიდევ 2016 წელს გავრცელდა, მაგრამ კომპანია მუდმივად აჭიანურებს პრეზენტაციას. Galaxy S9 -ს დაანონსების შემდეგ, ამ წლის დასაწყისში, კომპანიაში განაცხადეს, რომ უნიკალურ სმაარტფონს მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვებდნენ, რაც მიხვდებოდნენ, რომ ის საბოლოოდ მზად არის.

Galaxy Note 9-ს გამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე კი Huawei-ში გააკეთეს განცხადება, რომ კომპანია ასევე ფიქრობს დასაკეცი სმარტფონის გამოშვებას, უკვე მიმდინარე წელს. სწორედ გაზრდილი კონკურენციის გამო, Samsung-ში აჩქარდნენ და როგორც ინსაიდერები აცხადებენ, კომპანიაში შეეცდებიან უნიკალური ფლაგმანი ყველაზე ადრე გამოუშვან.  
არ არის ცნობილი დაზარალდება თუ არა ამით ხარისხი. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დასაკეცი მოდელი არ იქნება ცალკეული ერთეული და შეიქმნება ასეთი აპარატების მთელი სერია სახელწოდებით Galaxy F.

2

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს იქნება სუპერპრემიუმ სმარტფონი უახლესი და საუკეთესო სპეციფიკაციით, რომელიც სიმაღლეებიდან ჩამოაგდებს 
Galaxy S10+-ს და Note 9-ს. ტოპ სმარტფონის ეკრანი წიგნივით გადაიშლება და შექმნის ორ ცალკეულ ეკრანს ან ერთიან პანელს. დაკეცილ მდგომარეობაში დისპლეიზე გამოჩნდება შეტყობინებები, დრო, ამინდის პროგნოზი და სხვა საჭირო ინფორმაცია. მას პირველს ექნება 5G-ქსელის მხარდაჭერა.

ცნობილია, რომ Samsung-ისა და  Huawei-ს გარდა , დასაკეც აპარატს გამოუშვებს Microsoft-იც და ჩინური კომპანიები: Xiaomi და Oppo, და თუკი Samsung და Huawei წინგივით იხურება, Xiaomi სრულიად სხვა კოცნეფციაზე იმუშავებს.

 


ზევით