არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy Note 9 შიგნიდანაც შეისწავლეს

14.08.2018

სულ რამდენიმე დღეა, რაც Samsung-მა  ფლაგმანი Galaxy Note 9 გამოუშვა და ექსპერტებმა უკვე მოასწრეს მისი გაკვეთა და აპარატული განსაკუთრებულობების აღმოჩენა.

11

აპარატის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მას ნესტისა და მტვრისგან დაცვის ისეთივე მაღალი სტანდარტი აქვს, როგორიც წინა მოდელებს. მობილური ტელეფონის სტაილუსის ბუდეც კი არ აპარებს სითხეს. თვითონ სტაილუსი კი სრულყოფილ ბუდეში ზის და უკეთესად მაგრდება ფლაგმანზე.

22

 

კიდევ ერთი პოზიტიური გნასაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ სტაილუსის დასატენი ბუდე ცალკეა მიმაგრებული დედა პლატაზე, რაც უფრო აიოლებს მის შეცვლას ან შეკეთებას, წყობიდან გამოსვლის შემთხვევაში.

4000 mAh-იანი აკუმულატორი ზომითა და მოცულობით იმაზე დიდია, ვიდრე Galaxy Note 8 -ს აქვს (3300 mAh), ეს კი სხვა დეტალების ზომაში შემცირების ხარჯზე მოხდა ისე, რომ კორპუსის ზომები ფაქტიურად უცვლელი დარჩა: 161.9 x 76.4 x 8.8 მმ.

33

 

Samsung Galaxy Note 9 გათვლილია სერიოზულ დატვირთვაზე მუშაობისთვის. სწორედ ამიტომ მასში დაყენებულია კარგი თხევადი გაგრილების სისტემა Water Carbon Cooling, რომელიც სმარტფონს ეხმარება დიდი დატვირთვით სტაბილურ მუშაობაში.  

შედეგად ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ Galaxy Note 9 ხარისხიანად არის აწყობილი და საუკეთესოდ არის დაცული ნესტისგან. ამიტომ იმსახურებს კიდეც შესაბამის ღირებულებას. ამჟამად აშშ-ში ის $1000 ღირს.


ზევით