არ არის გაყიდვაში

Xiaomi Pocophone F1 - ახალი ფლაგმანი

09.08.2018

როგორც ჩანს, Xiaomi სერიოზულად ისახავს მიზნად ევროპული აუდიტორიის დაპყობას. გაყიდვაში გამოჩნდა ბრენდის ახალი სმარტფონი Pocophone F1, რომელიც ჯერ დაანონსებულიც კი არ ყოფილა, ისე გაჩნდა ონლაინ მაღაზიების გაყიდვებში, თავის დეტალურ დახასიათებასა და ღირებულებასთან ერთად.  

1

Pocophone F1 პირველად რუმინულ ონლაინ მაღაზიაში PC Garage გამოჩნდა. აღწერის თანახმად, ფლაგმანი აღჭურვილია 5.99-დიუმიანი დისპლეით, 2246 х 1080 წერტილის გაფართოებით. მუშაობს ფლაგმანურ პროცესორზე Snapdragon 845 2.8 Ghz სიხშირით. სმარტფონს აქვს გაგრილების სისტემაც. ოპერატიული სისტემის მოცულობაა 6 GB, შიდა მეხსიერების კი – 64 GB-ს შეადგენს. სმარტფონს აქვს MicroSD-სლოტი, რომლის საშუალებით მეხსიერების გაუმჯობესებას შეძლებთ.

22

 

სმარტფონი აღჭურვილია ასევე ორმაგი კამერით. ძირითადი კამერის გაფართოება შეადგენს 12 მეგაპიქსელს, დამატებითი კამერის კი - 5 მეგაპიქსელს. ფრონტალურ კამერას მხოლოდ ერთი მოდული აქვს 20 მეგაპიქსელიანი გაფართოებით.  

3

 

აკუმულატორის მოცულობა შეადგენს 4000 mAh-ს და აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია Quick Charge 3.0. მახასიათებლებში ირიცხება ასევე 3.5-მმ აუდიოდამტენი, USB Type-C USB პორტი, Wi-Fi-ს ორ დიაპაზონიანი მოდული და  Bluetooth 5.0.

4

 

წინასწარი შეკვეთით Pocophone F1 430 ევრო ეღირება. ფიქრობენ, რომ მისი მოდიცირებული ვარიანტი 128 GB შიდა მეხსიერებით 460 ევრო ეღირება. წინასწარი შეკვეთისთვის ფლაგმანი ბელორუსიულ ონლაინ მაღაზია XiStore-შიც გამოჩნდა, თუმცა აღნიშნულ საიტზე მისი ღირებულება ჯერ არ არის მითითებული.


ზევით