
როგორც წესი ასეთი დაცვა აქვთ საომარ და საწარმოო მოდელებს. Raytheon Uncia კი უფრო ჩვეულებრივი
მომხმარებლისთვის განკუთვნილ ტრადიციულ ნოუთბუქს ჰგავს. თუ მწარმოებლის ისტორიას გადავხედავთ, ყველაფერი გასაგები
გახდება. Raytheon - აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამხედრო-საწარმოო კომპანიაა,
რომელიც სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას
აწარმოებს.

პრეზენტაცის დროს კომპანიის მწარმოებლებმა 13 დიუმიანი ნოუთბუქი მოათავსეს
გამჭვირვალე კუბში, რომელიც სავსე იყო წყლით. IP68 სტანდარტი საშუალებას
იძლევა Raytheon Uncia წყალში მოათავსოთ 1 მეტრის სიღმეზე და გააჩეროთ იქ ნახევარი
საათის განმავლობაში.

ახალი ნოუთბუქი მუშაობს 4 Ghz-იან, მერვე თაობის პროცესორზე Intel Core i7-8550U. საინტერესოა, რომ
მას არ აქვს ვენტილატორები. მისი ენერგომოხმარება კი შეადგენს 15 ვატს საათში.
ნოუთბუქის თავსახური ტრიალებს 360°-ზე. ის იწონის 1.1 კილოგრამს,
სისქე კი 12.7 მილიმეტრს შეადგენს.
როდის გამოვა ნოუთბუქი გაყიდვაში, ჯერ-ჯერობით უცნობია.