არ არის გაყიდვაში

საიდუმლო ახალი iPhone-ის შესახებ გაცხადებულია

01.08.2018

Apple-ის ახალი სმარტფონების სამუშაო მაკეტი  @Onleaks-ის ცნობილი ბლოგერის ხელში მოხვდა. ინტერნეტ მომხმარებლებისთვის მან გადაიღო ვიდეო, რომლშიც ფლაგმანი ყველა მხრიდან კარგად ჩანს. რამენიმე დღის წინ კი კიდევ ერთმა ბლოგერმა ბენჟამინ ჰესკინმა გამოაქვეყნა ფოტომასალა ახალი აიფონის გამოსახულებით.

11

 

ვიდეოში ჩანს ორი ახალი აიფონი Face ID ფუნქციით. ერთ-ერთ მათგანს აქვს 6.1 დიუმიანი დისპლეი, მეორეს კი - 6.5 დიუმიანი. გარეგნულად რაც ჩანს, ორ ახალ მოდელს შორის განსხვავება მდგომარეობს კიდევ ერთ მახაიათებელში.  დიდი ზომის აიფონს ძირითადი კამერების რაოდენობა მეტი აქვს. ორივე სმარტფონს აქვს მეტალის ჩარჩო. 6.5- დიუმიანს - ფოლადის, 6.1-დიუმიანს - ალუმინის. მცირე ზომის აიფონის ჩარჩო უფრო ფართო ჩანს.

 

თუმცა მეორე ბლოგერის მიერ გამოქვეყნებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ მეტალის ჩარჩო მხოლოდ დიდი ზომის სმარტფონს აქვს.

ახალი iPhone-ის გამოშვებას Apple შემოდგომით გეგმავს iPhone X-ის მეორე თაობასთან ერთად.


ზევით