არ არის გაყიდვაში

Samsung ქმნის ეკრანს, რომელიც არ ტყდება

30.07.2018

კომპანია Corning-ის შემდეგ, რომელმაც ახალი მყარი მინა Gorilla Glass 6 წარმოადგინა, ახლა უკვე Samsung აანონსებს დრეკად მყარ OLED-დისპლეის, რომელსაც თავად აწარმოებს და რომელიც უძლებს ძლიერი დარტყმის ძალას. გამოცდის დროს სიახლემ გაუძლო ორჯერ უფრო მეტ დაგდებას, ვიდრე მისი კონკურენტების ანალოგებმა. ამიტომ არის შანსი, რომ უახლოეს მომავალში  Galaxy-ის სმარტფონები აღარ საჭიროებდნენ დამატებით დამცავ ბრონს.  

11

უნიკალური ტექნოლოგია უკვე ოფიციალურად არის სერფიცირებული Underwrites Laboratories-ის მიერ. ტესტირებისას დადგინდა, რომ 1.2 მეტრის სიმაღლიდან 26-ჯერ დაცემის შემდეგ დისპლეი აგრძელებდა ფუნქციონირებას ყოველგვარი დაზიანების გარეშე. ის დაზიანებას გადაურჩა 1.8 მეტრის სიმაღლიდან დაცემას დროსაც და გაიარა ტემპერატურის ტესტირებაც. ის არ დაზიანებულა ტემლერატურებზე: -32° С-დან  +71° С-მდე.

2

 

აღნიშნული ინოვაცია იმის წყალობით დაინერგა, რომ დისპლეის ქვეშ მაგრდება პლასტმასი. როგორც წესი, თანამედროვე ეკრანებში აქამდე გამოიყენებოდა მინა, თუმცა, როგორც მწარმოებელი ამბობს, ახალი გამოგონება ისე გაზრდის სიმყარესა და დრეკადობას, რომ არ დააზიანებს სინათლის გამტარიანობას.


Samsung Display Company
-ს ტოპ მენეჯერმა ხოჯუნ კიმმა გამოაცხადა, რომ ახალი დისპლეის კომფორტულობა მხოლოდ სიმყარეში არ გამოიხატება. ის არის გამჭვირვალე, მსუბუქი და მყარი, როგორც მინა. მწარმოებელი არ შემოიფარგლება ახალი დისპლეის მხოლოდ სმარტფონებში გამოყენებით. მათ გეგმებში შედის ამ ინოვაციის დანერგვა ნოუთბუქებში, პლანშეტებში, ავტომობილებსა და სამხედრო ტექნიკაში. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი როდის გამოვა ინოვაციურ ეკრანიანი სმარტფონები მასობრივ გაყიდვაში. სავარაუდოდ ეს 2019 წლამდე არ მოხდება.


ზევით