კომპანიამ HMD Global,რომელიც Nokia-ს ბრენდს ფლობს, უკვე გამოუშვა ბაზარაზე ფლაგმანური სმარტფონები Nokia 8 Sirocco და Nokia 8. ორივე მათგანს ძალიან მომხიბვლელი ღირებულება აქვს სხვა მაღალი ხარისხის ბრენდის პროდუქციასთან შედარებით, როგორებიცაა: Apple, Samsung, Huawei და LG. მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეცვალოს ახლად დაანონსებულმა სმარტფონმა, რომელსაც, როგორც ინსაიდერები ამბობენ, ექნება ძირითადი კამერების მთელი კომპლექტი, როგორც ეს ჰქონდა ბევრმოდულიან ფოტოკამერა Light-ს.

Nokia-ს ახალი ფლაგმანი სავარაუდოდ
$1000 ეღირება. ამ ფასად მომხმარებელი მიიღებს ძირითადი ფოტოკამერების მაღალტექნოლოგიურ
ფუნქციონალს, რომელიც 5 და შესაძლოა მეტი მოდულისგან შედგებოდეს.

რა ერქმევა მომავალ ფლაგმანურ მოდელს
ჯერ-ჯერობით არ ვიცით. საუბრობენ შესაძლო ვერსიებზე: Nokia A1
Plus, Nokia 10 და Nokia 9. როგორც ყველა ამ კატეგორიის სმარტფონს, აღნიშნულ
მოდელსაც ექნება OLED-დისპლეი, რომელშიც ინტეგრირებული იქნება თითის ანაბეჭდის
სკანერი, იმუშავებს ტოპ პროცესორზე Qualcomm Snapdragon 845, ექნება 6 GB იპერატიული მეხსიერება და იმუშავებს Android
9.0 P ოპერაციულ სისტემაზე.

HMD Global სიახლეზე მიმდინარე წლის ზამთრის ბოლოდან მუშაობს და შესაძლოა ის უკვე
2018 წლის მესამე კვარტალშიც დააანონსოს. სავარაუდოდ ეს მოხდება ბერლინის გამოფენის IFA 2018-ის ფარგლებში, რომელიც 31 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ჩატარდება.
თუმცა გვახსოვს, რომ Nokia 8 2017 წლის ოქტომბერში წარმოადგინეს ამიტომ, ისიც შესაძლებელია, რომ ფინელმა
მწარმოებელმა ტრადიცია არ დაარღვიოს და თავისი ახალი ფლგამანი წელსაც ოქტომბერში შემოგვთავაზოს.
მანამდე კი მომხმარებლებიცა და ექსპერტებიც მოდელის
ძირფესვიან დახასიათებას ელიან.