Google უკვე დიდი ხანია მზად
არის აღიარoს საკუთარი ოპერაციული
სისტემის Fuchsia-ს არსებობა, რომელზეც სამომავლოდ ყველა მოწყობილობა იმუშავებს,
დაწყებული მობილური ტელეფონებით, პერსონალური კომპიუტერით დამთავრებული. Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით,
Fuchsia საბოლოო ჯამში განკუთვნილია
ისეთი პლატფორმების შესაცვლელად, როგორიცაა: Android, Chrome OS და Wear
OS.

როგორც ამბობენ Fuchsia-ს გამოყენება ინჟინრებს „Smart House“-სთვისაც სურთ, მომავალი სამი წლის განმავლობაში. მომავალი ათწლეულის განმავლობაში კი უფრო ძლიერ მოწყობილობებზეც გადლენ, როგორიცაა ნოუთბუქები და სმარტფონები.
ახალი ოპერაციული სისტემა Google-სთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. Android-იცა დაChrome OS-ც, Linux-ზეა დამყარებული, რომელიც იმ ტექნოლოგიას ატარებს, რომელიც Google-ს უკვე აღარ სჭირდება.
Android-ს აქვს Java-ს გარკვეული ელემენტებიც. რომლისგანაც ინტერნეტ გიგანტს სურს გათავისუფლება
გარკვეულ სასამართლო დავებთან დაკავშირებით. ოპერაციული სისტემა Fuchsia საკუთარი წარმოების ბირთვზე იმუშავებს, სახელწოდებით Zircon, და ამასთან ყველა აპლიკაცია,
რომელიც Android-ის მხარდაჭერით მუშაობდა,
შენარჩუნდება, რათა მწარმოებლებმა და მომხმარებლებმა ადვილად შეძლონ ახალ პლატფორმაზე გადასვლა.
თუმცა თავად Google ჯერ არ ჩქარობს ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას და აცხადებს, რომ
ახალი ოპერაციული სისტემა კომპანიის ერთ-ერთი ექსპერიმენტული პროექტია და მასთან დაკავშირებით
არავითარი მკაფიო გეგმა ჯერ არ არსებობს, მაგრამ მის განვითარებაზე საკმაოდ დიდი რესურსი
იხარჯება.