არ არის გაყიდვაში

Huawei TalkBand B5 — გარნიტურისა და სმარტსამაჯურის ჰიბრიდი

18.07.2018 21:36:14

Huawei-მ ოფიციალურად გაახმაურა თავისი ახალი პროდუქტის მახასიათებლები. ფიტნეს სამაჯური TalkBand B5 აღჭურვილია 1.13 დიუმიანი ფერადი, ოდნავ მოხრილი AMOLED-დისპლეით, რომელსაც აქვს 300х160 წერტილის გაფართოება. TalkBand B3-ის წინა ვერსიასთან შედარებით, რომელიც 2 წლის წინ გამოუშვეს, ეკრანის ველი 2.4-ჯერ გაიზარდა.

1

 

გარნიტურა კაფსულის სახით ვარდება ბუდიდან, თუ კორპუსის ქვედა ნაწილზე განლაგებული ფიქსატორის ღილაკს დავაჭერთ. ის აღჭურვეს  ჩიპით Bluetooth 4.2, მიკროფონი კი ორმაგია და აქვს ხმაურის დახშობის ფუნქციაც. ამის წყალობით სატელეფონო ზარებში ხმა ისმის კარგი ხარისხით. უკანა მხარეს განლაგებულია პულტის სენსორი. დისპლეი გვაჩვენებს შეტყოფინებებს, ფიზიკური აქტივობის შესახებ მონაცემებს, დროს და შემოსულ შეტყობინებებს.

2

 

სისტემა TruSleep 2.0 აკონტროლებს კარდიო-პოლმონურ დინამიკას იმისთვის, რომ ზუსტად განსაზღვროს ძილის ფაზები. Huawei-ს მიერ შექმნილი ტექნოლოგია TruRelax  აანალიზებს გულის რიტმის ცვლილებებს, განსაზღვრავს სტრესის ხარისხს და გთავაზობთ ამა თუ იმ ვარჯიშებს მოსადუნებლად. TruSeen 2.0  მომხმარებლის პულსს შეუჩერებლად მიყვება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროს.

3

TalkBand B5 გეხმარებათ კამერის მართვაში, სმარტფონის მოძებნაში, რომელიც სადღაც ახლო ტერიტორიაზე დაკარგეთ და ზარების მიღებაში პირდაპირ სამაჯურიდან. მას იმ მოწყობილობების მხარდაჭერა აქვს, რომლებიც 4.4 ვერსიიდან მოყოლებული ყველა Android-ზე და iOS 9 -ის შემდეგ გამოშვებულ ყველა ოპერაციულ სისტემებზე მუშაობენ. თუმცა გარკვეული ფუნქციების გამოყენება ხელმისაწვდომია მხოლოდ Honor-ის ხაზის სმარტფონებზე, რომელთაც აქვთ  EMUI მარკა, 4.1 ვერსიის.

გაჯეტს აქვს წყლისა და მტვრისგან დაცვის IP57 დაცვის სტანდარტი. აკუმულატორზე, რომლის ტევადობაც 108 mAh-ს შეადგენს, სამაჯური 3.5 დღე მუშაობს. აქტიური საუბრის დროს კი ის მხოლოდ 6 საათს გემსახურებათ. ჩინეთის ტერიტორიაზე გაყიდვები 20 ივლისს დაიწყება.


ზევით