Apple განახლებულ 13 და 15-დიუმიანი ნოუთბუქებს MacBook Pro-ს უშვებს, რომელსაც
ექნება Touch Bar პანელი. ახალი
პორტატული კომპიუტერების დიზაინი არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ახალ ვერსიაში გაჩნდა
გაუმჯობესებული კლავიატურა. ახალი კომპიუტერები მერვე თაობის Intel-ის პროცესორზე მუშაობს და ექვს ბირთვიანია
15 დიუმიან მოდელზე; 4 ბირთვიანი -13
-დიაუმიანზე. ეს კი უფრო მეტ მწარმოებლურობას ნიშნავს. SSD ბარათის მაქსიმალური სიჩქარე ასევე გაორმაგებულიa და არის ერთი სიახლეც, - MacBook
Pro-ს ხაზი პირველად გვთავაზობს DDR4 RAM-ს.
15-დიუმიანი მოდელის მაქსიმალური
კონფიგურაცია გულისხმობს 8 ბირთვიან პროცესორს Intel Core i9 2,9–4,8 Ghz სიხშირით. ასევე ხელმისაწვდომია
ექვსბირთვიანი პროცესორები Intel Core i7. MacBook Pro 2017-ში მწარმოებელი გვთავაზობდა DDR3 ოპერატიულ მეხსიერებას 16 GB-იანი მაქსიმალური კონფიგურაციით. 2018
წლის მოდელში კი ეს არაის DDR4 32
GB მეხსიერებით. გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური კონფიგურაციაა
AMD Radeon Pro 555X.

რა თქმა უნდა, 13-დიუმიან მოდელს სხვა მახასიათებლები აქვს. მას ახლაც, როგორც შარშან აქვს ინტეგრირებული გრაფიკა Intel Iris Plus 655, ოღონდ ამჯერად 128 MB eDRAM. ბირთვების მაქსიმალური რაოდენობა აქაც ორმაგდება - ეს არის ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Core i5 ან მერვე თაობის Core i7, რომელიც მუშაობს 2,7–4,5 Ghz სიხშირეზე. SSD-შემნახველი მაქსიმალური ტევადობა გაორმაგებულია და გაზრდილია 2 TB-მდე, ოპერატიული მეხსიერების LPDDR3-2133-ის მოცულობა ახლა 16 GB-ის შეადგენს. Apple-ში ამტკიცებენ, რომ 13 დიუმიანი მოდელი ორჯერ უფრო სწრაფია ვიდრე მისი წინამორბედი, თუმცა სიჩქარე, რა თქმა უნდა, გაშვებულ აპლიკაციებზე იქნება დამოკიდებული.
ახალი MacBook
Pro იმუშავებს ОС macOS High Sierra ოპერაციულ სისტემაზე, მაგრამ მისი განახლება შესაძლებელი
იქნება ახალ ვერსიამდე - Mojave, რომელსაც უკვე წელს გამოუშვებენ.
Apple-ის კლავიატურის პეპლის
დიზაინი 2016 წელს არაერთგვაროვნად მიიღეს. ზოგს მოსწონდა, ზოგს კი მასზე ბედვა გაუჭირდა.
როგორც იტყობინებიან, წელს კლავიატურის დიზაინი
შეიცვალა. ახალი კლავიატურა ძველის მსგავსია, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავდება კლავიშები.
13-დიუმიანი მოდელის ფასი
იწყება $ 1.799-დან, 15-დიუმიანისა კი - $ 2.399.