არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy S10-ის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

12.07.2018
ერთ-ერთი კორეული გამოცემისთვის ცნობილი გახდა Samsung-ის საიუბილეო ფლაგმანის Galaxy S10-ს შესახებ დეტალები. როგორც წყარო ამბობს, მწარმოებელი უშვებს ერთდროულად სამ მოდელს, რომლებიც მიიღებენ ეკრანის ქვეშ განთავსებულ თითის ანაბეჭდის სკანერს და სამმაგ ძირითად კამერას.

11



ერთ-ერთი სმარტფონი ფლაგმანური სმარტფონის Samsung Galaxy S10-ის მინი მოდელი იქნება. ის მიიღებს 5 დიუმიან ეკრანს მომრგვალებული კუთხეებით და ერთმაგ ძირითად კამერას. ელოდებიან, რომ თითის ანაბეჭდის სენსორი აღნიშნულ სმარტფონს ექნება ეკრანის მარჯვენა კიდეში. სადაც საკმაოდ მოსახერხებელია დიდი თითის მიწვდენა.

მთავარი მოდელები Galaxy S10 და Galaxy S10+ კი იმას მიიღებენ, რითაც უკვე ამაყობს Vivo-ს სმარტფონები, — დაქტილოსკოპიურ სკანერს ეკრანში, ეს იქნება FOD მოდული და ითვლება, რომ ეს იქნება ფლაგმანის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე. სკანერის ეს ტიპი უფრო ძვირადღირებულია. ის 7-ჯერ აჭარბებს ჩვეულებრივი სენსორის ფასს, რომელიც სმარტფონის გვერდში მონტაჟდება. თითის ანაბეჭდის სკანერის მომწოდებელი გახდება Qualcomm, Samsung Display კი OLED-ეკრანთან დააკავშირებს FOD მოდულს. ფიქრობენ, რომ სმარტფონში ინტეგრირებული იქნება, ასევე, სახის ამოცნობის სკანერი, ისეთივე, როგორიც Apple iPhone X-ის Face ID-ია.

2



მეორე განსაკუთრებულობა Galaxy S10+-ის სამმაგი კამერა იქნება. მას ექნება ძირითადი სენსორი 12 მეგაპიქსელითა და ორმაგი f/1.5 და f/2.4 აპერტურით, დამატებითი მოდული 13 მეგაპიქსელით და f/2.4 დიაფრაგმით, ასევე 16-მეგაპიქსელიანი კამერა ფართოკუთხოვანი 123° დაფარვით და f/1.9 დიაფრაგმით.

ცნობილია, რომ Galaxy S10 Plus მიიღებს 6.44-დიუმიან ახალი თაობის Infinity-დისპლეის მომრგვალებული კუთხეებით. Galaxy S10-საც 5.8 დიუმიანი მსგავსი დისპლეი და ორმაგი ძირითადი კამერა ექნება.

ზევით