არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy Note 9: რა ვიცით ახალი ფლაგმანის შესახებ

09.07.2018
ერთ თვეში 9 აგვისტოს, Samsung თავის ახალ სმარტფონს Galaxy Note 9-ს წარმოადგენს განახლებულ ციფრულ სტაილუსთან S Pen-თან ერთად. კომპანია არ ჩქარობს მომხმარებელს სმარტფონის მახასიათებლები გაუმხილოს, თუმცა გარკვეული ინფორმაცია მის შესახებ მაინც არსებობს.

11



სტაილუსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას Galaxy Unpacked პრეზენტაციაზე გავიგებთ, მაგრამ უკვე ვიცით, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია კამერის აქტივაციის, მუსიკის მართვისა და სხვა ფუნქციებისთვის. მწარმოებელი გვპირდება სტაილუსის დაბალ ენერგომოხმარებას, მაგრამ როგორ მოხდება მისი დატენვა ჯერ არ ვიცით. სავარაუდოდ სმარტფონის კორპუსის შიგნით განთავსების დროს დაიტენება. გავიგეთ ისიც, რომ Samsung Galaxy Note 9 იმუშავებს საფირმო პროცესორზე Exynos 9810 და ექნება 8 GB ოპერატიული მეხსიერება. მანამდე ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ამხელა მეხსიერება მხოლოდ აზიური ბაზრისთვის განკუთვნილ მოდელებს ექნებოდათ, რომლებიც აღჭურვილი ქინებოდა ჩიპით Qualcomm Snapdragon 845.

2



ერთბირთვიან ტესტში Galaxy Note 9, რომელიც Exynos 9810-ზე მუშაობს დააგროვა 3716 ქულა, მრავალბირთვიანში კი — 8984. შედარებისთვის დაუანონონსებელი Note 9-მ 6 GB ოპერატიული მეხსიერებითა და ანალოგიური პროცესორით იმავე ტესტირებაში დააგროვა 2737 და 9064 ქულა.

33



ამგვარად, რომ შევაჯამოთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ Samsung Galaxy Note 9 მიღებს 6.38-დიუმიან Super AMOLED-დისპლეის Infinity Display 2.0 ტექნოლოგიით, ისევე როგორც Galaxy S9-ს და Galaxy S9+-ს აქვთ, პროცესორი Exynos 9810 ან Qualcomm Snapdragon 845-ს, რეგიონების მიხედვით, 6/8 GB ოპერატიული და 64/128/256 GB შიდა მეხსიერებას. ფიქრობენ, რომ მწარმოებელი შექმნის განსხვავებული პარამეტრების მოდელსაც 8/512 GB მეხსიერებით. 3850 mAh-ის მოცულობის აკუმულატორს ექნება სწრაფი და უსადენო დატენვის ფუნქცია. არ უნდა ველოდოთ დიზაინში კარდინალურ ცვლილებებს. ფლაგამანი მისი წინამორბედის ვიზუალს მიიღებს. მცირე ცვლილება იქნება კამერებში და თითის ანაბეჭდის სკანერში.

ზევით