არ არის გაყიდვაში

Microsoft-ის ახალი აპარატი შლის საზღვრებს მობილურ და სტაციონარულ კომპიუტერს შორის

05.07.2018

ინტერნეტში Microsoft-ის გაჟონილი დოკუმენტაცია ამტკიცებს ჭორებს იმის შესახებ, რომ კორპორაცია აპირებს დასაკეცი ჯიბის გაჯეტის გამოშვებას, რომელიც წაშლის საზღვრებს მობილურ და სტაციონარულ კომპიუტერებს შორის და გამოვა  Surface-ის ხაზის ქვეშ.

11

როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა გაჯეტი ხელის გულის ზომის იქნება, ექნება ერთი, ან ორი ეკრანი და იმუშავებს Windows 10-ის ოპერაციულ სისტემაზე.

2

პროექტის სახელწოდებაა Andromeda,  მის შესახებ ინფორმაცია დრო და დრო ჟონავდა ინტერნეტში, მაგრამ ახლად გავრცელებულ დოკუმენტში უფრო ფართო მასალაა წარმოდგენილი და რაც მთავარია, უკვე გვაქვს ახალი გაჯეტის ფოტოებიც. კომპანია Andromeda-ს აღწერს როგორც „ახალი ჯიბის ფორმ-ფაქტორის მოწყობილობას, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ აპარატულ და პროგრამულ საშუალებებს კომპიუტერის პირადი და უნივერსალური გამოყენების საშუალების შესაქმნელად“.

33

სტრატეგიულად Microsoft გეგმავს საზღვრების წაშლას „მობილურ და სტაციონარულ კომპიუტერებს შორის“ და „ახალი, დამანგრეველი ძალის მქონე“ აპარატის შექმნას. აპარატის ანონსს მიმდინარე წელს ველოდებით.


ზევით