არ არის გაყიდვაში

როგორი იქნება Apple-ის არდაანონსებული ახალი iPhone?

03.07.2018 23:36:49
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Apple არდაანონსებულ iPhone-ს უშვებს.

1 (7)


ჯერ-ჯერობით, Apple-ის ახალი სმარტფონების გარეგნული მხარე და ტექნიკური მახასიათებლები ცნობილი არ არის, მარამ სამაგიეროდ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამჟამად ტესტირებას გადის Apple–ის ახალი სმარტფონი. ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ სმარტფონი იმუშავებს iOS 12-ზე და სავარაუდოდ იქნება iPhone X-ის ახალი ვერსია.

სმარტონს აქვს 6 ბირთვიანი პროცესორი (D321AP), სავარაუდოდ ეს არის ახალი A12, 2.49 Ghz სიხშირით (iPhone X - ში მუშაობს პროცესორი D22AP ან A11). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა გაზრდილია 4 GB-მდე. ცნობილი გახდა ისიც, რომ ახალმა აიფონმა ერთბირთვიანი ტესტირების დროს მიიღო 4673 ქულა და 10308 - მრავალბირთვიანზე. შედარებისთვის გეტყვით, რომ დღეისათვის iPhone X აჩვენებს 4 188 და 10 069 ბალებს, Samsung Galaxy S9+ კი მხოლოდ 3 381 და 8 687 ბალებს.

2 (5)


გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ანდროიდ ფლაგმანები iPhone-ებს შეადარეს დადგინდა, რომ პირველნი Apple-ის პროდუქტებს განვითარებით 2 წლით ჩამორჩებიან. როდის იქნება დაძლეული ეს ჩამორჩენა, ჯერ ჯერობით ცნობილი არ არის.

ზევით